მდინარაძე გამორიცხავს რომ ივანიშვილი დაიკავებს პრეზიდენტის თანამდებობას

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მ უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც ეხებოდა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ს შესაძლო პრეზიდენტობის კანდიდატობას.
მდინარაძე გამორიცხავს, რომ ივანიშვილი პრეზიდენტის თანამდებობას დაიკავებს. „აბსოლუტურად გამოვრიცხავ, რომ ივანიშვილი პრეზიდენტი გახდეს… – თქვა მამუკა მდინარაძემ და განმარტა, რატომ არის ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ პარტიული სიის პირველი ნომერი, – რა თანამდებობა და ბიძინა ივანიშვილი, რაში აინტერესებს… თავისი სამშობლო აინტერესებს ამ კაცს და სიის პირველი ნომერია ერთი ყველაზე მთავარი მიზეზით, ამ ს მნიშვნელობა არის მთავარი მიზეზი, რის გამოც ბიძინა ივანიშვილმა და გუნდმა გადაწყვიტა, რომ ის იყოს სიის პირველი ნომერი. ამაში არის რეალობაც, პრაქტიკულობაც, საარჩევნო მიზნებიც, მნიშვნელობის მინიჭების მიზნებიც, გარკვეული სიმბოლიზმიც, ხაზგასმაც, ყველაფერი ამაშია… ეს არჩევნები არის იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ, ყველამ ერთად გადავწყვიტეთ, რომ სიის პირველი ნომერი, უპირველესად მისი თანხმობით, იყოს სიის პირველი ნომერი, ეს იყო ჩვენი თხოვნაც, მათ შორის, რომ ხაზი გაესვას ამ ყველაფერს, მნიშვნელობას ამ არჩევნებისას… ახლა რომ ქუდი დავიხუროთ და სახლში დავსხდეთ, საკონსტიტუციო უმრავლესობას ვერ მოვიპოვებთ დღეს, პირდაპირ გეუბნებით, მაგრამ ჩვეულებრივი უმრავლესობის მოპოვება პრობლემა არ არის, მაგრამ ქვეყნის გადარჩენის ინტერესი ემთხვევა საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების ინტერესს, აქ უფრო მეტი და მყარი გარანტიაა“.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფრანგულ გამოცემა „ფიგაროსთან“ ინტერვიუში თქვა, რომ მზად არის, მეორე ვადითაც იყაროს კენჭი.
2018 წლის 16 დეკემბერს (ს ინაუგურაციის დღეს) ძალაში შესული საკონსტიტუციო ცვლილების თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი არაპირდაპირი წესით აირჩევა.
10 სექტემბერს მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიული სიის პირველი ოცეული წარადგინა, რომელსაც სათავეში ბიძინა ივანიშვილი უდგას.

ასევე დაგაინტერესებთ