მდინარაძე ასახელებს მიზეზს, რის გამოც არ ქვეყნდებოდა ღარიბაშვილის განკარგულებები

პარტია “ქართული ოცნების” საპარალამენტო ფრაქციის თავმჯდომარე, ამბობს, რომ გიორგი გახარიას გადაწყვეტილების შედეგია, რის გამოც ს განკარგულებები არ ქვეყნდებოდა საქართველოს მთავრობის ვებსაიტზე. ამის შესახებ მან პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა.
მდინარაძის თქმით, პრემიერობის დროს გიორგი გახარიამ გადაწყვიტა, რომ აღარ გამოქვეყნებულიყო განკარგულებები და ამას საბაბად დაურთო ვებსაიტის განახლების მოტივი.
გახარია 2021 წლის 18 თებერვლამდე იკავებდა პრემიერის თანამდებობას, მას შემდეგ კი თითქმის სამი წელი ირაკლი ღარიბაშვილი.
“ბოლო ორი წლის განმავლობაში ცდილობდა ყველა “ნაცი”, “ნაცმედია” და “გახარიები” ერთად, რომ ეს გადაწყვეტილება მიეწერათ ღარიბაშვილისთვის. დღეს ირაკლი კობახიძის ამ გადაწყვეტილების [გამოქვეყნდეს გადაწყვეტილებები] შემდეგ აღმოჩნდა, რომ გახარიას პრემიერობის დროს და მის მიერ იყო ეს გადაწყვეტილება მიღებული რეკონსტრუქციის მოტივით…
არაფერი შეცვლილა, არანაირი რეკონსტრუქცია არ მომხდარა. გახარიას გადაწყვეტილებით, ეს ყველა გადაწყვეტილება დამალული გახდა. შემდეგ, სამწუხაროდ, პრაქტიკა გაგრძელდა”, – თქვა მამუკა მდინარაძემ.
მთავრობის ადმინისტრაციის ვებსაიტის დიზაინი ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს ევროკავშირის დაფინანსებით განახლდა. რამდენიმეკვირიანი მუშაობის შემდეგ კი ისევ ძველი “ინტერფეისი” დააბრუნეს.
რადიო თავისუფლება მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურთან 2023 წლის დეკემბრის შემდეგ ცდილობს მიზეზის დადგენას.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯო უილსონი – ეუთო/ოდირის ანგარიშის განხილვის შემდეგ, ვიმეორებ: დე ფაქტო “ქართული ოცნების” ხელისუფლება არ არის ლეგიტიმური – ნებისმიერი ახალი მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით

მიხეილ სააკაშვილი: სამწუხაროდ, ჩემი სიტყვიერი დანაბარების არასწორად „დაპოსტვა“ მოხდა და შესაბამისად, გამოიწვია დამსახურებული რეაქცია – რა თქმა უნდა, ხალხი საკუთარი ნებით გამოდის და აპროტესტებს