მდინარაძე: არ გავითვალისწინებთ ზურაბიშვილის ყველაფერს აცდენილ შენიშვნებს და დავძლევთ ვეტოს

ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა მ უმრავლესობის სხდომის შემდეგ განაცხადა რომ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევენ.
სალომე ზურაბიშვილმა ვეტო საარჩევნო კოდექსში მიღებულ ცვლილებებს დაადო, რომელიც ს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესს ეხებოდა. მდინარაძის თქმით პრეზიდენტის ეს საქციელი არ არის ევროპული სამართლის შესაბამისი და მართველი პარტია, დაძლევს ვეტოს.
“ცესკოს მოსალოდნელი საბოტაჟის გამო და 9 ევროპული დათქმის ერთ-ერთი პუნქტის სრულად შესასრულებლად, ჩვენ შევცვალეთ კანონი საუკეთესო ევროპული პრაქტიკის შესაბამისად, რომელსაც სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო.
ოპოზიციის უდიდესი უმრავლესობა აცხადებდა, რომ მიუხედავად ზემოთ აღნიშნული უდავო ფაქტებისა ჩვენ უნდა გაგვეთვალისწინებინა ვენეციის კომისიის დასკვნის ის ნაწილი, სადაც კომისია მიგვითითებდა ევროპაში არარსებული პრეცედენტის დანერგვას, რაც ჩვენ არ გავაკეთეთ.
თავის მხრივ, სალომე ზურაბიშვილმა ვეტო ისეთი არგუმენტებით დაადო მიღებულ კოდექს, რომ ეს არგუმენტაცია აცდენილია, როგორც სწორ სამართლებრივ ევროპულ პრაქტიკას და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს აცდენილია ასევე ვენეციის კომისიის რეკომენდაციასაც, რომელიც მე წეღან ვახსენე. შესაბამისად, ჩვენ არ ვაპირებთ ზურაბიშვილის ყველაფერს აცდენილი შენიშვნების გათვალისწინებას და დავძლევთ ვეტოს”.- თქვა მამუკა მდინარაძემ.
20 თებერვალს, პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები მე-3 მოსმენით მიიღო. ცვლილება ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესს ეხება. კანონპროექტს მხარი 81-მა დეპუტატმა დაუჭირა, 6-მა კი მის საწინააღმდეგოდ მისცა ხმა.
სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 5 მარტს, შესაბამისს ცვლილებას ვეტო დაადო.