მდინარაძე ადგილობრივ არჩევნებზე ეუთო/ოდირის მოწვევაზე: სულერთიას პოზიციაზე ვართ

ართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ეუთო/ოდრის სადამკვირვებლო მისიის მოწვევაზე “სულერთიას პოზიციაზე” არიან.

მდინარაძე ამბობს, რომ სადამკვირვებლო მისია “შეიძლება მოიწვიონ, შეიძლება არა”. ჟურნალისტის შეკითხვაზე, რა პერიოდში გეგმავენ ეუთო/ოდირისთვის მიმართვას, მდინარაძემ უპასუხა: “არ ვგეგმავთ და არც ის მომენტი გვაქვს, რომ არც დავგეგმოთ, შეიძლება მოვიწვიოთ, შეიძლება არა”.

“გადაწყვეტილიც არ გვაქვს. თავად ეუთო/ოდირი ამბობს, რომ დაგვიანდა ეს ყველაფერიო. ჩვენ ამაზე ვფიქრობდით, არც კი და არც არა, ჩვენ გახსოვთ, რომ კატეგორიულად და დაბეჯითებით არ გვითქვამს. რატომღაც მათ ჩვენთვის გასაკვირი პოზიცია გამოამჟღავნეს, დიდი სურვილიც არ გამოხატეს თავიანთ განცხადებაში და პოზიციაში.

დაახლოებით, ძალიან გულწრფელი რომ ვიყო, სულერთიას პოზიციაზე ვართ, დიდად ჩვენ არც იმის პრობლემა გვაქვს, რომ იყოს ან არ იყოს. წარმოუდგენელია, რომ რაიმე პრობლემა გვქონდეს სადამკვირვებლო მისიასთან დაკავშირებით”. – განაცხადა მ.

ცნობისთვის, ს წარმომადგენელმა, მ 18 ივნისს განაცხადა, რომ “ზედმეტი იქნება ეუთო/ოდირის დატვირთვა ჩვენი თვითმმართველობის თ”. ივანიშვილს წარმომადგენელი აღნიშნულს ზოგადი პრაქტიკით ახსნა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შარაშიძე – რა გასაკვირია, რომ თუნდაც ერთი წლის წინ ევროკავშირი უარყოფითად აფასებდა საქართველოს პროგრესს? – როგორ ფიქრობთ, ელჩს ასეთი მნიშვნელოვანი პოზიციის დაფიქსირება სურს და სამინისტროში გაგზავნილი რიგითი წერილით შემოიფარგლება?

პროკურატურა – დმანისში მომხდარ ფაქტზე ბრალი წარედგინა პირს, რომელმაც სახის არეში მრავლობითი დარტყმის შედეგად დაზარალებული რკინის კიბეებიდან გადააგდო, დაზიანების შედეგად გარდაცვლილი კი თავისივე საცხოვრებელი სახლის ეზოში დამარხა

შალვა პაპუაშვილი – ბრიუსელის ღირებულებითი უკუსვლა დაიწყო მაშინ, როდესაც დეზინფორმაცია და პროპაგანდა მისაღებ პოლიტიკურ იარაღად აღიარა – დადასტურდა, რომ კანონი ამერიკულია, რომ ინტეგრაცია ბრიუსელმა შეაჩერა და რომ ჯამი ჭურჭელია

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე დაკავებულთაგან ხუთ პირს, მათ შორის მანანა გიორგობიანს ბრალი წარედგინა – დადგინდა, რომ დაპირისპირება გიორგობიანისთვის სუპერმარკეტის თანამშრომლის მიერ თანხის დახურდავებაზე უარს მოჰყვა