მდინარაძეს სუს-ის უფროსის პოსტზე 4 ახალი მოადგილე ჰყავს

მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოსტზე 4 ახალი მოადგილე ჰყავს.
მდინარაძის პირველ მოადგილედ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა მაღრაძე დაინიშნა, მოადგილეებად კი იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე მაისურაძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე და სუს-ის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორი თამაზ ბორაშვილი დაინიშნნენ.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ერთ-ერთი მოადგილე, ლევან ხარაბაძე ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს პოლიციის მაღალჩინოსანი იყო და აქციის დარბევაში მონაწილეობდა.
ამის შესახებ დღეს ჟურნალსიტებმა ს ჰკითხეს, რომელმაც თქვა, რომ “ხარაბაძე ყველა სამსახურში ღირსეულად ემსახურებოდა ქვეყანას და ის ძალიან ღირსეული კაცია”.