მდინარაძესთან ერთად, კორცხელის ინციდენტში მონაწილე გიორგი იანტბელიძე გამოჩნდა – მედია

ფოტოკოლაჟი – ტვ პირველი
“ოცნების” ის მხარდამჭერები, რომლებიც ნაძვის ხის ანთების ზეიმზე საგანგებოდ, მიკროავტობუსებით ჩამოიყვანეს, მ უკან გაბრუნა.
“ქართული ოცნების” ლიდერი რუსთაველზე, პოლიციის კორდონის მეორე მხარეს დადგა და პარტ აქტივსა და საჯარო მოხელეებს დაშლისკენ მოუწოდა.
ტვ პირველის ცნობით, იქ იყო საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი იანტბელიძე.
კადრებში ჩანს ასევე, ლევან ჯაფარიძე – კრწანის მაჟორიტარი.
იანტბელიძე არაერთ სკანდალშია გახვეული. რამდენიმე დღის წინ, ეს უკანასკნელი, ევროპული აქციის მონაწილეებს ღიად ემურებოდა.
გიორგი იანტბელიძის სახელი გაჟღერდა, 2016 წლის 22 მაისს სოფელ კორცხელში მომხდარი ძალადობის საქმეში, როცა ოპოზიციას “ოცნების” ე.წ. ზონდერები ოპოზიციის წევრებს სასტიკად გაუსწორდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – ჩემი ამოცანაა, ცოტა დრო, სანამ გარეთ ვართ, რაც შეიძლება ეფექტურად გამოვიყენოთ – ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ მოვიგებთ, როგორც თბილისი ვერ გახდება აშხაბადი, ისე ეს ქვეყანა ვერ გარუსდება – ერთობის გარეშე არაფერი გამოვა

ლევან ცუცქირიძე – საქართველოში უნდა მოვიდეს დრო, როცა მეგობრებსა და კოლეგებს ციხის კარებთან კი არ შევხვდებით, არამედ დემოკრატიულ არჩევნებზე – მათ, ვინც პოლიტიკოსები გამოამწყვდია ციხეში, პასუხი უნდა აგონ

იულია სვირიდენკო – უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ, გადამწყვეტი ნაბიჯია – ეკონომიკური სტაბილურობა უსაფრთხოების წინაპირობაა, როგორც უკრაინისთვის, ასევე, ევროპისთვის