მოკლედ
· მამუკა მდინარაძე სუს-ის ხელმძღვანელად პარლამენტმა 3 სექტემბერს აირჩია.
· მდინარაძემ ამ პოსტზე ანრი ოხანაშვილი შეცვალა. ის სუს-ს 5 თვის განმავლობაში ხელმძღანელობდა.
· მდინარაძემ ახალი მოადგილეები მეორე სამუშაო დღეს წარადგინა.
· მდინარაძის პირველ მოადგილე ლაშა მაღრაძე გახდა, სპორტისა და იუსტიციის მინისტრების ყოფილი მოადგილე.
· სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილეებად დაინიშნენ ასევე იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე, სუს-ის უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი და ქვემო ქართლში ყოფილი სახელმწიფო რწმუნებული – ეს უკანასკნელი ენმ-ს დროინდელი პოლიციელია, მონაწილეობდა 2009 წლის 15 ივნისის აქციის დაშლაში.
მდინარაძის ახალ მოადგილეებს შორის მედიის ყურადღება მიიპყრო ლევან ხარაბაძემ, ქვემო ქართულში ყოფილმა სახელმწიფო რწმუნებულმა. ის ამ პოსტს 2025 წლის 6 მაისიდან იკავებდა.
მანამდე, 2024 წლის 20 მარტიდან ის შიდა ქართლში იყო სახელმწიფო რწმუნებული.
