მდიდრული სასახლეები “მილიარდერთა უბანში“ და ჰექტრობით მიწები – რა ქონებას ფლობენ ირანელი მაღალჩინოსნები ლონდონის ულტრა-ექსკლუზიურ დასახლებებში? (ფოტოები)

dailymail-ი ლონ­დონ­ში მდე­ბა­რე ულტრამ­დიდ­რუ­ლი სა­სახ­ლე­ე­ბის შე­სა­ხებ წერს, რო­მელ­თა მფლო­ბე­ლე­ბიც არც მეტი, არც ნაკ­ლე­ბი მოკ­ლუ­ლი აია­თო­ლა ალი ხა­მე­ნე­ის მე­გობ­რე­ბი და ირა­ნის “ის­ლა­მუ­რი რე­ვო­ლუ­ცი­ის გუ­შაგ­თა კორ­პუ­სის” (IRGC) მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი არი­ან.

“ლონ­დო­ნის ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟულ უბ­ნებ­ში, ჰემპს­ტე­დის, სენტ-ჯონს-ვუ­დი­სა და კენ­სინგტო­ნის გამ­წვა­ნე­ბულ რა­ი­ო­ნებ­ში, ირა­ნის რე­ჟი­მის მო­კავ­ში­რე­თა ქსელ­მა ფიქ­ცი­უ­რი კომ­პა­ნი­ე­ბი­სა და შუ­ა­მავ­ლე­ბის მეშ­ვე­ო­ბით ჰექტრო­ბით მიწა შე­ი­ძი­ნა.

სწო­რედ ამ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე ფლო­ბენ ირა­ნის რე­ჟიმ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პი­რე­ბი უძ­რავ ქო­ნე­ბას”, – წერს გა­მო­ცე­მა.

ერთ-ერთი, ვი­საც უკავ­შირ­დე­ბა ირა­ნე­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის­თვის უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის შე­ძე­ნა ირა­ნე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი ალი ალი­აკბარ ან­სა­რია, რო­მელ­საც გა­სულ წელს დიდი ბრი­ტა­ნე­თის მთავ­რო­ბამ სან­ქცი­ე­ბი და­უ­წე­სა. მას ხში­რად კო­რუმ­პი­რე­ბულ ბან­კი­რად მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ და ბრალს დე­ბენ ირა­ნის “ის­ლა­მუ­რი რე­ვო­ლუ­ცი­ის კორ­პუ­სის” მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი “მტრუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის“ და­ფი­ნან­სე­ბა­ში.

  • გა­მო­ძი­ე­ბის მი­ხედ­ვით, ან­სა­რიმ 2013 წელს და­ახ­ლო­ე­ბით 73 მი­ლი­ონ ფუნტ სტერ­ლინ­გად 11 სა­სახ­ლე შე­ი­ძი­ნა.

ქო­ნე­ბა მან კომ­პა­ნი­ის – Birch Ventures Limited-ის მეშ­ვე­ო­ბით იყი­და. ერთი წლის შემ­დეგ, უკვე სან­ქცი­რე­ბულ­მა კი­დევ ერთი ქო­ნე­ბა – 33.7 მი­ლი­ონ ფუნტ სტერ­ლინ­გად შე­ფა­სე­ბუ­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კომ­პლექ­სი შე­ი­ძი­ნა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, 2017 წელს, მან 8.1 მი­ლი­ონ ფუნ­ტად იყი­და ბინა ერთ-ერთ და­ცულ სა­ცხოვ­რე­ბელ კომ­პლექსში – სახ­ლი მო­ი­ცავს 3 მი­სა­ღებ ოთახს, 8 სა­ძი­ნე­ბელს, და­ხუ­რულ აუზს, კი­ნო­თე­ატრს, სა­თა­მა­შო ოთა­ხებს და ბიბ­ლი­ო­თე­კას.

ლონ­დონ­ში მდე­ბა­რე ან­სა­რის ერთ-ერთი სა­კუთ­რე­ბა, “მი­ლი­არ­დე­რე­ბის უბან­ში“, რო­მე­ლიც ხან­ძარ­მა გა­ა­ნად­გუ­რა

 

ფუ­ფუ­ნე­ბის უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის სა­ა­გენ­ტო “Rokstone“-ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, ბეკი ფა­ტე­მიმ, აღ­ნიშ­ნა: “ეჭვგა­რე­შეა, რომ ირან­ში არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა გა­მო­იწ­ვევს მდი­და­რი ირა­ნუ­ლი ოჯა­ხე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვან ნა­კადს ლონ­დონ­სა და საგ­რა­ფო­ებ­ში“.

ალი ან­სა­რის აქ­ტი­ვე­ბი გა­ყი­ნუ­ლია, ასე­ვე აკ­რძა­ლუ­ლი აქვს ბრი­ტა­ნულ კომ­პა­ნი­ებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა. დიდი ბრი­ტა­ნე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, მას რამ­დე­ნი­მე პას­პორ­ტი აქვს, მათ შო­რის – ირა­ნის, ნე­ვი­სი­სა და კვიპ­რო­სის.

ან­სა­რის წი­ლე­ბი ეკუთ­ვნო­და “აიან­დეჰ ბან­კში“, ირა­ნის ერთ-ერთ უდი­დეს კერ­ძო ბან­კში, რო­მე­ლიც 2012 წელს კერ­ძო ბან­კი­სა და ორი საკ­რე­დი­ტო ინ­სტი­ტუ­ტის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის შე­დე­გად შე­იქ­მნა.

წყა­რო