კეთრინ (კეით) მიდლტონი დაიბადა 1982 წლის 9 იანვარს, რიდინგში. მან დაამთავრა წმინდა ენდრიუს უნივერსიტეტი და სწორედ აქ შეხვდა 2001 წელს უილიამს, რომელიც ამავე უნივერსიტეტში სწავლობდა. 2010 წლის 16 ნოემბერს ის და უილიამი დაინიშნნენ, ხოლო 2011 წლის 29 აპრილს დაქორწინდნენ.
უილიამსა და კეთრინს სამი შვილი ჰყავთ: პრინცი ჯორჯ, პრინცესა შარლოტი და პრინცი ლუი.
მიუხედავად იმისა, რომ მიდლტონს ხშირად წარმოაჩენენ, როგორც “უბრალო ადამიანს”, ის თავადაც შეძლებული ოჯახიდანაა. ქეითის მშობლები, კეროლ და მაიკლ მიდლტონები, მილიონერები არიან, რომლებმაც ქონება წვეულების დეკორაციის ბიზნესის, Party Pieces-ის წყალობით დააგროვეს. მიდლტონის კლანის ბიზნესი 2013 წელს 38 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა. უფრო მეტიც, ქეითი და მისი და პიპა ერთ დროს 1,3 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ბინაში ცხოვრობდნენ.
ქეითის მამა, მაიკლ მიდლტონი ფრენის დისპეტჩერი იყო, ხოლო დედა, ქეროლი – ბორტგამცილებელი. მიდლტონის ოჯახი 1984 წლის მაისში საცხოვრებლად იორდანიაში გადავიდა, სადაც კეტრინი ინგლისურენოვან საბავშვო ბაღში დადიოდა.
ქეითი სამი შვილიდან უფროსია – მისი და, პიპა 1983 წელს დაიბადა, ძმა – ჯეიმსი 1987 წელს. დღეს პიპას სამი შვილი ჰყავს, ჯეიმსს კი ერთი.
თინეიჯერობის პერიოდში ის მშობლებს ბიზნესის განვითარებაში ეხმარებოდა და ოჯახის კომპანიაში მუშაობდა.
უნივერსიტეტში, ქეითი ჯერ ფსიქოლოგიას სწავლობდა, შემდეგ კი ხელოვნების ისტორიაზე ფოკუსირება გადაწყვიტა, ნახევარ განაკვეთზე მიმტანადაც მუშაობდა.
ცნობილი ფაქტია, რომ ქეითს გართობა უყვარდა – მას ხშირად ხედავდნენ ლონდონის ღამის კლუბებში.
უილიამთან ქორწინებამდე, ქეითის ცხოვრებაში ოთხი მამაკაცი იყო – Cosmopolitan-ის მიხედვით, მისი “პირველი სიყვარული” ჰარი ბლეიკლოკი იყო.
ყველაფერი 2001 წელს, სენტ ჯეიმსის უნივერსიტეტში დაიწყო, სადაც ქეითი და უილიამი ერთად სწავლობდნენ. შეყვარებულები ცდილობდნენ ზედმეტად არ გაეხმაურებინათ თავიანთი რომანი. 2003 წელს, პაპარაცებმა ისინი ალპებში, სათხილამურო შვებულების დროს გადაიღეს და ფოტო მედიაში გავრცელდა.
2007 წელს, მედიაში გავრცელდა ჭორები მომავალი ნიშნობის შესახებ. მაგრამ თავად უილიამი არ ჩქარობდა. უფრო მეტიც, პრინცი რამდენჯერმე გამოიჭირეს ღამის კლუბებში წვეულებებზე, სხვა გოგოების გარემოცვაში. წყვილი მალე დაშორდა.
2010 წლის შემოდგომაზე, კენიაში მოგზაურობისას უილიამმა ქეითს ცოლობა სთხოვა და დედის, პრინცესა დიანას ბეჭედი აჩუქა. ხოლო, 16 ნოემბერს, ბუკინგემის სასახლემ ნიშნობა ოფიციალურად გამოაცხადა.
