მდიდარი დეპუტატები და ღარიბი მოსახლეობა | ვის რა შემოსავალზე უწევს ცხოვრება?

დეპუტატები ხელფასებს იზრდიან, მოსახლეობა კი ღარიბდება. ეს მაშინ, როცა ხელისუფლება მუდმივად ამტკიცებს, რომ სიღარიბე მცირდება, ეკონომიკა კი იზრდება. რეალურად, მოსახლეობის დიდი ნაწილი მძიმე სოციალური და ეკონომიკური ვითარების გამო, სიდუხჭირეში ცხოვრობს. მაშინ როცა, კანონმდებლებისთვის საშუალოდ 5 ათასი ლარიც არასაკმარისი იყო და ხელფასები თითქმის 9 ათასამდე გაიზარდეს, საინტერესოა როგორ ცხოვრობს მოსახლეობის უმრავლესობა, რომელსაც დაახლოებით ათასი ლარი აქვს ხელფასი, თუმცა დიდი ნაწილია ისეთი, რომელიც საშუალოდ 500-ს ლარს იღებს.