მდაბიო ძალმომრეობის დემონსტრირება! – ლორთქიფანიძე

🟢 ვამბობთ, მზად ვართ, წელიწადში ერთხელ შევავსოთ დეკლარაცია და სრულიად გამჭვირვალე გავხადოთ ჩვენი საქმიანობა. ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა. 🔴 გვეუბნებიან, არ გინდათ დეკლარაციის შევსება, არ არის საკმარისი მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა, ახალი კანონი უნდა მივიღოთ, “აგენტები” და “გამტარები” უნდა დაგიძახოთ მაინცდამაინცო . თან რა გინდათ, მშვენიერი, საუცხოო წოდებაა უცხოური ძალის ინტერესების გამტარობა, შეიფერეთო. 🟢 გერმანიის კანცლერი ამბობს, რომ ევროკავშირში არ მოქმედებს “აგენტების კანონის” მსგავსი სტანდარტები, ევროკავშირს არ აქვს მსგავსი კანონმდებლობა… გერმანიის კანცლერი მოგვიწოდებს არ მივიღოთ ეს კანონი. 🔴 ქოცები ამბობენ, შოლცმა რა იცის ევროპული სტანდარტები, ჩვენი კანონი ყველაზე უკეთ პასუხობს დასავლურ ნორმებსო.
ბოლოს ისიც კი წამოსცდათ, ჩვენ ვართ ხელისუფლებაში, არავის არ მოვუსმენთ, რასაც გვინდა იმას გავაკეთებთ, თუ რაიმეს შეცვლა გინდათ, თავად მოდით ხელისუფლებაში და ისე მოაწყვეთ საქმე, როგორც გენებოთო – მდაბიო ძალმომრეობის დემონსტრირება! სუნთქვა ჭირს ხოლმე ასეთ ცინიზმსა და აბსურდზე დაკვირვებისას. იმედი მაქვს, ადამიანები მხოლოდ ხელისუფლების პროპაგანდის პერსპექტივიდან არ შეხედავენ საკითხს და სიმართლეს გზას გაუკაფავენ.