,, მგონი დიდი ფასის გადახდა მოუწევთ ამის გამო” – ნინო ჯანგირაშვილი

ჟურნალისტი, ,,კავკასიის” დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი:
,,მგონი ცხოვრებაში ყველაზე ძალიან მიყვარს სიტყვა კონტექსტი. სინამდვილეში კონტექსტია ყველაფრის ჩარჩო და საზომი. კონტექსტის გარეშე ყველაფერი ბრტყელი და შეცდომაში შემყვანია.კონტექსტის გარეშე ნივთი, სიტყვა, ფაქტი, მოვლენა ან მოქმედება ვერ იძენს სრულ მნიშვნელობას, უბრალოდ მკვდარია.
პოლიტიკა კონტექსტის გარეშე უბრალოდ ტექნოკრატიაა.
კონტექსტის გარეშე სიმართლე შეიძლება ცრუ სურათად იქცეს.
ფაქტი კონტექსტის გარეშე ხშირად სიცრუეზე უფრო საშიშია, რადგან ქმნის ილუზიას.
პროპაგანდა ყოველთვის კონტექსტიდან ამოგლეჯაზეა აგებული. როცა ამბავს კონტექსტს აშორებ, ის თითქოს ახალ “სიმართლედ” იქცევა.
რატომ ვილაპარაკე ამდენი: ლელოს საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციას ვუყურე და ტრაგიკულობამდე კონტექსტიდან ამოგლეჯილია ეს პარტია თავისი საარჩევნო კამპანიიანად. მგონი დიდი ფასის გადახდა მოუწევთ ამის გამო.“

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება