ღვინის ეროვნული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი სამანიშვილი მიიჩნევს, რომ “ქართულ-რუსულ” ბიზნესასოციაციაში კომპანიების გაწევრიანება მათი იმიჯის შემლახველია. საკითხზე სამანიშვილმა “ანალიტიკას” ეთერში ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ ღვინის კომპანიები ასეთ მახინჯ სტრუქტურაში არ გაწევრიანდებიან.