მგონია, აქცენტი გაკეთდება სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზე და არა სააკაშვილის შეწყალებაზე

„მე მგონია, აქცენტი გაკეთდება უფრო სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზე და არა სააკაშვილის შეწყალებაზე“-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას -„ელოდებით თუ არა, რომ სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალოს?“
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა პირდაპირ ეწინააღმდეგება მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას.
„მე მგონია უფრო სხვა გეგმები აქვთ სალომე ზურაბიშვილს და მის მეგობრებს. გეგმა უფრო მეტად ორიენტირებულია იმაზე, რომ სალომე ზურაბიშვილმა, როგორც ფსევდო-შუაშისტურმა პოლიტიკოსმა მიიღოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა და ამ მიზანს, თავისი არსით, პირდაპირ ეწინააღმდეგება სააკაშვილის შეწყალება“– განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ სამხარაძე: საკმაოდ რთულია იმის პროგნოზირება, თუ ვინ მოიგებს არჩევნებს იმდენად მცირეა სხვაობა კონკურენტებს შორის- ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანი არჩევნები უნგრეთის უახლეს ისტორიაში

ასეთ დროს, შეტევის ობიექტი აღარ არის ხელისუფლება, როგორც პოლიტიკური მოწინააღმდეგე; შეტევის სამიზნე ხდება თავად საქართველო – მისი საერთაშორისო იმიჯი და პოზიცია, მისი ურთიერთობები ვაშინგტონთან და თელ-ავივთან, მისი რეპუტაცია, როგორც საიმედო პარტნიორის