“მგელი არ მოიშლის მგლობას”-ამას ადასტურებს დღევანდელი კოლექტიური ნაცმოძრაობის მიერ სიცრუეზე აგებული პროპაგანდა ციხეში პატიმრის თითქოსდა ცემით გარდაცვალების შესახებ

“მგელი არ მოიშლის მგლობას”-ამას ადასტურებს დღევანდელი კოლექტიური ნაცმოძრაობის მიერ სიცრუეზე აგებული პროპაგანდა ციხეში პატიმრის თითქოსდა ცემით გარდაცვალების შესახებ
აი ეს იყო ნაცმოძრაობის რეალური სახე. ასე აწამებდნენ და არ ინდობდნენ ადამიანებს. სააკაშვილის შექმნილ რეჟიმის ხელწერა იყო ცილისწამება, ტერორი და მოქალაქეების თვითნებურად მოგონილი, შუასაკუნეობრივი მეთოდებით დასჯა. “მგელი არ მოიშლის მგლობას”-ამას ადასტურებს დღევანდელი კოლექტიური ნაცმოძრაობის მიერ სიცრუეზე აგებული პროპაგანდა ციხეში პატიმრის(უფალმა აცხონოს) თითქოსდა ცემით გარდაცვალების შესახებ,- წერს ექსპერტი, ედიშერ გვენეტაძე და პოსტს ურთავს „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მსხვერპლის, გოჩა კაკოიშვილის, განცხადებას, რომლითაც ის აღწერს სისხლიანი რეჟიმის სასტიკ სახეს.
ედიშერ გვენეტაძის განცხადებით, სინამდვილეში პატიმრის საკითხი პირად კონტროლზე ჰყავდა აყვანილი ობუცმენს და მსგავსი ოდნავი რამ, რომ გამოკვეთილიყო ის დაუყოვნებლივი სახალხო დამცველის აპარატის რეაგირების საგანი იქნებოდა.
„აი ეს იყო ნაცმოძრაობის რეალური სახე. ასე აწამებდნენ და არ ინდობდნენ ადამიანებს. სააკაშვილის შექმნილ რეჟიმის ხელწერა იყო ცილისწამება, ტერორი და მოქალაქეების თვითნებურად მოგონილი, შუასაკუნეობრივი მეთოდებით დასჯა.
“მგელი არ მოიშლის მგლობას”-ამას ადასტურებს დღევანდელი კოლექტიური ნაცმოძრაობის მიერ სიცრუეზე აგებული პროპაგანდა ციხეში პატიმრის(უფალმა აცხონოს) თითქოსდა ცემით გარდაცვალების შესახებ. არადა სინამდვილეში ეს საკითხი პირად კონტროლზე ჰყავდა აყვანილი ობუცმენს და მსგავსი ოდნავი რამ, რომ გამოკვეთილიყო ის დაუყოვნებლივი რეაგირების საგანი იქნებოდა სახალხო დამცველის აპარატის.
რატომ აკეთებს ამას კოლექტიური ნაცმოძრაობა? მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ბუნებიდან ანუ ცნობილი პრინციპიდან: “კოკასა შინა რაცა დგას, იგივე წარმოდინდების” გამომდინარე.
დასკვნა ერთია: “არ გათეთრდების ყორანი, რაც უნდა ხეხო ქვიშითა”“,-წერს ედიშერ გვენეტაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიზალიბერალიზაციას ეკონომიკასთან არავითარი კავშირი არ აქვს, ეს ცარიელი სპეკულაციებია, თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ ეს სიკეთე ჩვენი მოქალაქეებისთვის, ჩვენგან თუ რაიმე არის გასაკეთებელი, ყველაფერს გავაკეთებთ რაციონალურ ფარგლებში

თუ ყაველაშვილის შეწყალებას არ აღიარებ, ყაველაშვილის და კობახიძის დანიშნულ არჩევნებს რანაირად აღიარებ? აქ ხდება მარტივი რამ – „დიფ სთეითმა“ გადაწყვიტა, გამოეყვანა ეს ადამიანები პარლამენტიდან და შეეყვანა ციხეში, ეს არის რეალობა

ვიღაცას უნდოდა ზეწოლის განხორციელება თორნიკე რიჟვაძეზე – უწყისი მაქვს ნანახი, სადაც ხაბეიშვილს კონკრეტული სახელი ჰქონდა მიკუთვნებული და შესაბამისად, ვიცით, წყარო რა იყო და აქ იგულისხმებიან კონკრეტული პირები

გახარია გაიპარა ქვეყნიდან, არის გაქცეული და რაღაც საბაბებს იგონებს, რომ გაამართლოს ქვეყნის გარეთ ყოფნა, თავისი შიშები აქვს ამ კაცს და რეალურად მის გაქცევას არჩევნებთან არავითარი კავშირი არ აქვს