მბაპე ფრანგული კლუბის თანამფლობელი ხდება

Le Parisien-ის ინფორმაციით, მადრიდის “რეალის” ახალწვეული კილიან მბაპე საფრანგეთის მე-2 დივიზიონის ბინადარ “კაენის” ერთ-ერთი მფლობელი ხდება.
უახლოეს დღეებში გაფორმდება გარიგება, რის მიხედვითაც, მბაპე 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ პიერ-ანტუან კაპტონთან ერთად, კლუბის აქციონერი იქნება.
როგორც ზემოთ მოგახსენეთ, “კაენი” საფრანგეთის მე-2 ლიგაში ასპარეზობს და გასულ სეზონში მე-6 ადგილი დაიკავა.