“რეალის” 27 წლის ვარსკვლავმა კილიან მბაპემ დაადასტურა ამბავი, რომ 100%-ით გამოჯანმრთელდა და თავისი გუნდის დახმარება შეუძლია. ფრანგმა 5 მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა, ბოლო 2 შეხვედრაში კი ალვარო არბელოამ ცვლილებაზე შემოუშვა.
“მთავარია, რომ ყველაფერი კარგად მიდის. 100%-ით გამოვჯანმრთელდი. გამიმართლა, რომ პარიზში ყოფნისას სწორი დიაგნოზი დამისვეს. საუკეთესო გამოსავლის პოვნა ერთად შევძელით, რადგან უკეთეს დონეზე დავბრუნებულიყავი.
მინდა, რომ მადრიდის “რეალთან” ერთად სეზონის ბოლოს და მსოფლიო ჩემპიონატზე შესანიშნავ ფორმაში ვიყო”, – ციტირებს მბაპეს RMC.
