მბაპემ ლა ლიგაში ბენზემას მიღწევა გაიმეორა

ლა ლიგის მე-6 ტურში “რეალმა” საკუთარ მოედანზე “ესპანიოლი” 4:1 დაამარცხა. მატჩის საბოლოო შედეგი 90-ე წუთზე პენალტის ნიშნულიდან კილიან მბაპემ დააფიქსირა.
აღსანიშნავია, რომ OptaJose-ის ცნობით, პრიმერაში ფრანგმა ზედიზედ მესამე თერთმეტმეტრიანი გარდასახა ზუსტად, რითაც თანამემამულე კარიმ ბენზემას შედეგი გაიმეორა, რომელმაც ეს 2022 წლის მარტ-აპრილში მოახერხა.
ინფორმაციისთვის, მბაპეს ანგარიშზე ყველა ტურნირზე ჩატარებულ 8 შეხვედრაში 6 გატანილი გოლია.