მაჰმუდ აბასი – ღაზა „პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციისა“ და პალესტინის ლეგიტიმური მთავრობის მიერ უნდა იმართებოდეს

ღაზა „პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციისა“ და პალესტინის ლეგიტიმური მთავრობის მიერ უნდა იმართებოდეს, – ამის შესახებ პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის პრეზიდენტმა, მაჰმუდ აბასმა რუსულ საინფორმაციო სააგენტო „რია-ნოვოსტთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„ღაზა „პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციისა“ და პალესტინის ლეგიტიმური მთავრობის მიერ უნდა იმართებოდეს. ჩვენ ს გეგმებს კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით, რომლებიც გარკვეული დროებითი გადაწყვეტილებების მიღებას ითვალისწინებს“, – განაცხადა მაჰმუდ აბასმა.
მისივე თქმით, რუსეთში მომავალი ვიზიტის დროს ვლადიმერ პუტინთან სამშვიდობო პროცესის განხილვას გეგმავს.
„ჩვენ საერთაშორისო შუამავლების „კვარტეტში“ და გაერო-ს უშიშროების საბჭოში ს როლს ძალიან ვაფასებთ, ისევე როგორც, მის პოზიციას საერთაშორისო სამართლებრივი ჩარჩოს შესაბამისად მშვიდობის მიღწევის მხარდასაჭერად. ასევე, ჩვენ პალესტინელებს შორის დიალოგისა და პალესტინის ფრაქციების პოზიციების დაახლოების საქმეში რუსეთის წვლილს ძალიან ვაფასებთ“, – აღნიშნა მაჰმუდ აბასმა.

ასევე დაგაინტერესებთ