მაჰმუდ აბასი – ისრაელს ღაზას სექტორის პალესტინელებისგან დაცლა სურს

ისრაელს ღაზას სექტორის პალესტინელებისგან დაცლა სურს, – ამის შესახებ პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის პრეზიდენტმა, მაჰმუდ აბასმა BRICS-ის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ერთი წელი გავიდა იმ უდიდესი კატასტროფიდან, რაც პალესტინელმა ხალხმა 1948 წლის ნაკბას შემდეგ განიცადა, რომელიც ს ომია და რომლის დროსაც ღაზას სექტორში გენოციდისა და ეთნიკური წმენდის დანაშაულების ჩადენა ხდება. ეს ტერიტორიის მოსახლეობისგან დაცლის მისი გეგმის ნაწილია, განსაკუთრებით ჩრდილოეთ ღაზაში, სადაც საოკუპაციო ძალები მოსახლეობის შიმშილს მიმართავენ“, – განაცხადა მაჰმუდ აბასმა.
ამასთან, ს პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ ღაზაში არსებული სიტუაცია პლანეტაზე ყველას აწუხებს.
„ღაზაში არსებული ჰუმანიტარული კატასტროფა, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული სიტუაციაა და ყველაფერი, რაც იქ ხდება, არ შეიძლება პლანეტის უმრავლესობის გულებში ტკივილს არ იწვევდეს“, – აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.

ასევე დაგაინტერესებთ