“ჯერჯერობით საკითხების განხილვა, რომელიც უკავშირდება 2024 წლის არჩევნებს, არის ძალიან ნაადრევი, რა დროს ეს არის?” – ასე უპასუხა მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის წევრმა, ნიკა მაჭუტაძემ ფორმულას კითხვას, რომელიც ნიკა მელიასთან შესაძლო გაერთიანებას ეხებოდა.
“ამ საკითხის შესახებ საუბარი, 2024 წლის არჩევნებზე ვინ რა კონფიგურაციით გავა, ეს არის ძალიან ადრე”, – ამბობს მაჭუტაძე.
მაჭუტაძე არ პასუხობს კითხვას, იყო თუ არა ნიკა მელიასგან მცდელობა, რომ მისთვის ასეთი შეთავაზება გაეკეთებინა და ამბობს:
“უამრავი სხვა საქმე არსებობს ქვეყანაში, პოლიტიკაში, უამრავი სხვა საქმე მაქვს მე პირადად”.
ფორმულამ კითხვით ნაციონალური მოძრაობის ყოფილ წევრს, ბაჩო დოლიძესაც მიმართა. დოლიძე ინფორმაციას არც ადასტურებს და არც უარყოფს. ამბობს მხოლოდ იმას, რომ ამ საკითხზე საზოგადოებას სრული ინფორმაცია რამდენიმე დღეში ექნება.