მაჭარაშვილი: წინასაარჩევნო კამპანიისას ოპოზიციის დროშა იქნება ფერადი, ჩვენი – ეროვნული

როგორც ჩანს, წინასაარჩევნო კამპანიის დროს რადიკალური ოპოზიციის დროშა იქნება ფერადი, ჩვენი დროშა იქნება – ეროვნული. ლგბტ პროპაგანდა რომ მსოფლიო გამოწვევაა, ამაზე ც ალაპარაკდა, დიდი ბრიტანეთის პრემიერმაც გამიჯნა ქალი და კაცი, და რაც მთავარია, ევროპული საზოგადოების დიდმა უმრავლესობამ ევროპარლამენტის არჩევნებში უარი უთხრა ლგბტ პროპაგანდას და ხმა მისცა ეროვნულ ღირებულებებს.
[…] შეკითხვა ოპოზიციას – თუ ეს საკითხი მითია და ეს კანონი ხომ ვერაფერს დაარეგულირებს, მაშინ რატომ შფოთავენ ასე უცხოელი აქტორები? ყველას კარგად მოეხსენება, რომ ევროკავშირის უმრავლეს ქვეყნებში ერთსქესიანთა ქორწინება დაკანონებულია ადგილობრივი საზოგადოების პროტესტის მიუხედავად. საბავშვო ბაღებში ბავშვებს სქესის შეცვლაზე ესაუბრებიან და მშობლებს ამ პროცესში ჩართვას უკრძალავენ. გამოდის, რომ რეალური ყოფილა ლგბტ პროპაგანდა.
გამჭვირვალობის კანონი და ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართული კანონი გააიგივეს და რუსული უწოდეს უცხოელმა აქტორებმა, ზურაბიშვილმა და ოპოზიციამ. მათი აზრით, ქალის და კაცის ქორწინება რუსულია და ერთსქესიანთა ქორწინება – ევროპული. გამჭვირვალობა რუსულია და შავი ფულის ხარჯვა – ევროპული . მშვიდობის შენარჩუნება რუსულია და ომის დაწყება – ევროპული.