“ზურაბიშვილის ფიქრები, ოპო ლიდერი ვიქნები – ეს არის მისი ამბიცია, ზურაბიშვილს კარგად ვიცნობთ. ის ვერასოდეს ვერ იტანს უფროსსა და განსხვავებულ აზრს […] ჩვენ ვვარაუდობთ, რომ Nº5-ის გამეორებას შეეცდებიან. უნდათ, რომ ნაციონალური მოძრაობის გარდა, ე.წ. შეერთებებით ბარიერი ვინმე ნაცმოძრაობა 2-მაც გადალახოს. თუმცა, ეს ძალიან რთული პროცესი იქნება. ჩემი აზრით, ეს თითქმის შეუძლებელია. ნიკა გვარამია, ნიკა მელია, გიორგი გახარია, პარტია ლელო და თავში სალომე ზურაბიშვილი – ეს ის შემადგენლობაა, რომელსაც აპირებენ, ვითომ მესამე ძალად ჩამოაყალიბონ, რომ 5%-იანი ბარიერი გადაალახინონ,” – განაცხადა “ხალხის ძალის” წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ გეგმებზე საუბრის დროს.