მაჭარაშვილი: დაურეკეს და უთხრეს – სალო, გეყოფა ევროტურები, ახლა შექმენი ფანჩატურები

სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში, პრაქტიკულად, თავისი პატრონის მიერ დაწერილი სიტყვა წაიკითხა, სადაც დაურეკეს და უთხრეს – სალო, გეყოფა ევროტურები, ახლა შექმენი ფანჩატურები. ახლა შექმნის ფანჩატურს. მას ჯერ ფანჩატურის შექმნა დაანონსებული არ ჰქონდა, როცა გამოვარდა და თქვა, მთავარი იდეოლოგი მე ვიქნებიო […] შემდეგ, გამოვიდა და განაცხადა, რომ მე დინამოს ვიმღერებ კარგადო. მ მე მუსტანგით მოგემსახურებითო და სალომეს ფანჩატური შედგა, რომელიც იგივე ბედს გაიზიარებს, რაც შალიკოს ფანჩატურს მოუვიდა.
ასე გამოეხმაურა ს ინიციატივას ს დეპუტატი, მოძრაობა ხალხის ძალის წევრი, გურამ მაჭარაშვილი. პრეზიდენტმა თქვა, რომ არსებულ ვითარებაში ქვეყანას მომავლის დანახვა და ერთობა სჭირდება, რის გამოც, ის გამოდის ინიციატივით, შეიქმნას “მომავლის ქარტია” სახელწოდებით “ერთობის პლატფორმა ევროპისთვის”.
პრეზიდენტის თქმით, მას სურს, ამ პროცესში აქტიურად ჩაერთოს და ყველა პოლიტიკურ აქტორსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდეს და ევროპულ პრიორიტეტებზე ერთობლივი დოკუმენტი შეიქმნას.