მაჭავარიანი: ჩვენ არ ვერევით სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში… ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით პროცესებს, რაც ვითარდება ვენესუელაში (ვიდეო)

ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით პროცესებს, რაც ვითარდება ვენესუელაში, ჩვენმა საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადებაც გააკეთა. რა თქმა უნდა, ვისურვებდით, რომ ყველაფერი ისე დასრულდეს, როგორც ეს ვენესუელელი ხალხის ინტერესებში შედის.
ვენესუელისგან, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვისურვებდით, რომ საბოლოო ჯამში, ის, რაც მათ ჩაიდინეს თავის დროზე და დაარღვიეს საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმა და აღიარეს ჩვენი, დროებით ოკუპირებული ტერიტორიები, როგორც დამოუკიდებელი „სახელმწიფოები“, ეს აღიარება, რა თქმა უნდა, მათ უკან უნდა წაიღონ და ჩვენ ამას ველოდებით შემდგომ განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე. არასწორი იქნება ჩემი მხრიდან -ის პოლიტიკის შეფასება. ჩვენ არასდროს არ ვერევით სხვა სახელმწიფოების შიდა საქმეებში, მით უმეტეს -ის შიდა საქმეებში, ეს თავიანთი საქმეა”,  ამბობს ოცნების წევრი მაჭავარიანი.
ნიკოლას მადურო ცოტა ხნის წინ ნიუ-იორკის სასამართლოში მიიყვანეს. მას დღეს ნარკოტიკებთან და იარაღთან დაკავშირებულ ბრალდებებს წაუყენებენ.