მაჭავარიანი ე.წ. კამიტზე: აუცილებლად ბოდიშს მოვახდევინებ BBC-ის

ლევან მაჭავარიანი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში BBC-ის მიერ მომზადებულ საგამოძიებო ფილმზე ე.წ. კამიტთან დაკავშირებით ამბობს, რომ ბრიტანეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს “აუცილებლად მოახდევინებენ ბოდიშს”.

“შემდეგი ეტაპი იქნება მარეგულირებელი, თუ იქაც არაფერი არ გამოვიდა, შემდეგი არის ბრიტანული სასამართლო და თუ ბრიტანულ სასამართლოც სამართალმა კალაპოტი ვერ იპოვა, მაგ შემთხვევაში აუცილებლად წავალთ სტრასბურგის სასამართლოში და ბოდიშს მოვახდევინებთ. სამწუხაროდ, არის ძალიან რთული პროცედურა ბრიტანული კანონმდებლობიდან გამომდინარე, ჩვენნაირი მოქნილი კანონმდებლობა არ აქვთ. მეორედ უნდა მივმართოთ BBC-ის – მივმართეთ.

რა თქმა უნდა, იქიდან კიდე წამოვა უარი ბოდიშის მოხდაზე. მეორე პასუხიც იქნება, რომ ბოდიშს არ იხდიან – პირდაპირ გეუბნებით, მერე იქნება მარეგულირებელი, მოდი მოვლენებს წინ არ გავუსწრებ, აუცილებლად ყველა საფეხურს გაივლის და ბოდიშს მოვახდევინებ BBC-ის” – ამბობს მაჭავარიანი.

2025 წლის პირველ დეკემბერს BBC-მ საქართველოში აქციების დარბევასთან დაკავშირებით სტატია და დოკუმენტური ფილმი გამოაქვეყნა. გამოცემა მოპოვებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით წერს, რომ გასულ წელს ქართული ოცნების რეჟიმმა ანტისამთავრობო და პროევროპული საპროტესტო აქციების დასარბევად, შესაძლოა, პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.

2025 წლის 6 დეკემებერს სუს-მა განაცხადა, რომ ” BBC-ის გამოძიებაში ნახსენები კოდებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეძენილი აქვს ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი ანუ ცრემლსადენი გაზი გამხსნელ ნივთიერება ქლორო ტრიქლორეთილენთან ერთად, რომელიც არ არის აკრძალული და არა ე.წ. კამიტი”.

ცნობისთვის, ქართულმა ოცნებმა BBC-ს მიერ მომზადებულ მასალებთან დაკავშირებით, ბრიტანეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს ოფიციალური საჩივრით 14 იანვარს მიმართა. ქართული ოცნება ტელეკომპანიას რამდენიმე ნორმის დარღვევას ედავება და მათგან მასალების აღებას და ბოდიშის მოხდას მოითხოვს.

13 იანვარს BBC-მ ფორმულასთან განაცხადა, რომ ქართულ ოცნებას ე.წ. კამიტზე გამოქვეყნებულ საგამოძიებო მასალასთან დაკავშირებულ სარჩელზე პასუხი უკვე გასცა.

BBC-ის სპიკერის განცხადებით, მხარს უჭერენ დოკუმენტურ ფილმში წარმოდგენილ ჟურნალისტიკას.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სუთიძე: რესტორანში რომ გაძიძგნი ხბოს ხორცსა და დამწნილებულ ნიყვს (ნეტა სად იშოვეს ზამთარში?) დიდი ბრიტანეთი მართლა პატარა კი არ ხდება, ხალხო. ჯერ სად ხართ. ეს თითების გატკაცუნებაც არ არის