ევროინტეგრაციას რაც შეეხება, ერთადერთი წინაღობა ამ გზაზე არის ის ევრობიუროკრატია და ის მმართველი კლასი, რომელიც დღეს არის ბრიუსელის სათავეში. აქ ყველაფერი ძალიან მარტივია, ჩვენ უარი განვაცხადეთ, რომ ვყოფილიყავით გამოყენებული პროქსი ქვეყნად ისევე, როგორც გამოიყენეს უკრაინა.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მოქალაქეების უდიდესი უმრავლესობა ამ ყველაფერს უკვე იაზრებს და ეს გამოჩნდა ჩვენი მხარდაჭერის კუთხით არჩევნებზე, მაგრამ, ზოგადად, საზოგადოებამ კარგად უნდა გაიაზროს თუ რა გახლავთ მიზეზი იმისა თუ რატომ არის დაძაბული ურთიერთობა ჩვენსა და ევრობიუროკრატებს შორის.