მაჭავარიანი ევროპარლამენტში გამართულ მოსმენაზე: ცირკი გრძელდება

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ ანგარიშის მოსმენა შეაფასა.

მისი თქმით, ანგარიშიც ავტორი – რასა იუკნევიჩიენე ქართველების მიმართ სიძულვილით გამოირჩევა.

„ქალბატონი რასა გამოირჩევა ქართველების მიმართ განსაკუთრებული სიძულვილით, მისი კომენტარები ჩვენთვის ნაკლებად საინტერესოა. ზოგადად მახსენდება, ევროპარლამენტში როდესაც საქართველოს შესახებ დებატები იყო, ევროპარლამენტარებმა მიიწვიეს ყორშია, ბუღაძე, გიგაური, ლომჯარია.

შესაბამისად, ის ცირკი, რაც მაგ დროს დადგეს, გრძელდება და მათთვისვე არის ეს კონტრპროდუქტიული, ვინაიდან აბსოლუტურად კნინდება ეს ინსტიტუტი ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის თვალში“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

სამირა ბაირამოვა: მარნეულში 22 მარტში ჩინარის ბაირამია და სოფელ ჯანდარში დიდი ზეიმით აღინიშნებოდა და მოსახლეობა განცხადებას ავრცელებს, რომ ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ჩინარის ტერიტორიაზე დაგეგმილი ღონისძიებები ჩატარდეს მუსიკის გარეშე, ყოველგვარი ხმაურიანი აღნიშვნების გარეშე და უფრო თავშეკავებულ ფორმატში