მაჭავარიანი დიდ ბრიტანეთზე: თავიდან ბოლომდე არიან “დიფ სთეითის” გავლენების ქვეშ

ჩვენთვის თავიდან ბოლომდე დაკარგა ინტერესი, ბრიტანელები რას განაცხადებენ, ვინაიდან ჩვენ ვხედავთ, რომ თავიდან ბოლომდე არიან არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის იგივე “დიფ სთეითის” გავლენების ქვეშ და სხვათა შორის ამაზე ძალიან ბევრს საუბრობს ლიზ ტრასი, რომელიც ცოტა ხნის წინ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გახლდათ.
რაც ბრიტანეთმა იკადრა, ერთი მხრივ, როდესაც მათმა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ჩვენს ხელისუფლებას დააბრალა ისეთი აბსურდული ზღაპარი, რომლისაც, ალბათ, პატარა ბავშვსაც არ სჯერა, რომ თითქოს მოსახლეობა დავწამლეთ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღით და მოწამლული არავინ არ არის.
მეორე მხრივ, ბრიტანეთის თავდასხმა გვახსოვს ცოტა ხნის წინ თავისუფალ სიტყვაზე ჩვენს ქვეყანაში, როდესაც მათ დაასანქცირეს “იმედი” და “პოსტვ”, იმ, ასევე, აბსურდული არგუმენტით, რომ თითქოს ამ ტელევიზიების გავლენებით ირყევა უკრაინის სუვერენიტეტი და ფრონტის ხაზზე როგორც ვითარდება მოვლენები, თურმე “იმედისა” და “პოსტვ”-ის ბრალი ყოფილა. ესეც ისეთი სისულელეა, რომელსაც პატარა ბავშვიც არ დაიჯერებს, როგორც “კამიტი” რაღაც ცირკს.
შესაბამისად, ამ ქმედებებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენთვის აბსოლუტურად დაკარგა ინტერესი, რას განაცხადებს კონკრეტული დეპუტატი ან ბრიტანეთის პარლამენტი, ვინაიდან ისინი, სამწუხაროდ, აცდენილები არიან იმ ღირებულებებს, რა ღირებულებებზეც დიდი ბრიტანეთი იდგა და გამოირჩეოდა თავისი დემოკრატიული ხაზის გატარებთ. იმასაც აღვნიშნავ, რომ სულ რაღაც 2 წლის წინ ბრიტანეთში კონსერვატიული შინაარსის Facebook პოსტებისთვის 24 ათასზე მეტი მოქალაქე იქნა დაკავებული. მხოლოდ ესეც კი მეტყველებს, რა მძიმე მდგომარეობაშია დემოკრატია ბრიტანეთში.