მაცარი: კვარაცხელია ჩემს ტაქტიკას მსხვერპლად შეეწირა?

იტალიის სუპერთასის ნახევარფინალში “ფიორენტინას” დამარცხების (3:0) შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს “ნაპოლის” მწვრთნელმა ვალტერ მაცარიმ უპასუხა:
“შედეგი ბევრ რამეზეა დამოკიდებული. მაგალითად, წავაგეთ ისეთი შეხვედრები, რომლებშიც ამას არ ვიმსახურებდით. დღეს ძლიერ გუნდს დავუპირისპირდით. “ნაპოლისთან” მათ თამაშს მაშინ ვუყურე, როდესაც ნეაპოლური გუნდის თავკაცი არ ვიყავი. ვფიქრობდი ისეთი სტრატეგიის არჩევაზე, რომელიც მეტოქეს სირთულეებს შეუქმნიდა. ჩემი ფეხბურთელებით კმაყოფილი დავრჩი.
ამ ტაქტიკით იმ მომენტისთვის მინდოდა გუნდი გამეყვანა, როცა საჭირო შემსრულებლები მეყოლებოდა. ასეთ სქემას ადრე ვიყენებდი. 23-წლინი გამოცდილება გამაჩნია და შემიძლია განვსაზღვრო, შეუძლია გუნდს თუ არა ასე
მოქმედება.
ლობოტკას მეშვეობით თითქოს 3-3-3-1-ზე გადავერთვეთ. ის “კვარასა” და პოლიტანოს შორის დავაყენე, რათა თავი საუკეთესოდ წარმოეჩინა და გაეკეთებინა ის, რაც ეხერხება. შესანიშნავად გაისარჯა და თავს კომფორტულად გრძნობდა. კაიუსტეს უბრალოდ კუნთის კრუნჩხვა ჰქონდა და იმედია, სერიოზული არაფერი სჭირს.
კვარაცხელია ტაქტიკას მსხვერპლად შეეწირა? არ ვიცი, რას ამბობთ. თუ სპალეტისას მის როლს გაიხსენებთ, დაცვით დონეზე იგივე მოძრაობებს აკეთებდა. 3-4-3-ის დროს სამ შემტევს იგივე ფუნქციები გააჩნია, რაც 4-3-3-სას. ის ისევე დაგვეხმარა, როგორც გასულ წელს დიდ გუნდებთან. მეტ-ნაკლებად ახლაც იმავეს აკეთებს. მეორე ტაიმში სიმეონესთან უფრო ახლოს დავაყენე, მაგრამ ეს მექანიზმი ნაკლებად ჩანდა, ვინაიდან “ფიორენტინა” მჭიდრო მეურვეობით თამაშობდა.
მაცოკი შეიძლება დაიღალა. მგონია, ბევრი სამუშაო არ ჰქონია. რაც შეეხება ძერბინს, ხანდახან ფეხბურთელებს საზღვარგარეთ ეძებენ და არ აფასებენ ადგილობრივებს. ალესიო გადამწყვეტ ზონაში გადამწყვეტი უნდა იყოს. ჩემი აზრით, ის ტალანტია, ტაქტიკურად ჭკვიანია, თანამედროვე მოთამაშეა, თუ ასევე გააგრძელა, დიდი მომავალი ექნება, მეტადრე იმ ასპექტებში, რაც გასაუმჯობესებელი აქვს.
გამარჯვება განსაკუთრებით იმითაა კარგი, რომ ბიჭები თვითდაჯერებულები გახდებიან. ჩემს განკარგულებაში ვინც იყო, საქმე ყველა კარგად შეასრულა. უფრო მეორე ტაიმში, როდესაც მოწინააღმდეგემ პრესინგი შემოგვთავაზა”.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში