მაცარი: კვარაცხელია მსაჯებისგან დაცვას საჭიროებს – რაში გვჭირდება VAR-ი?

7 იანვარს სერია A-ს მე-19 ტურში “ნაპოლი” სტუმრად “ტორინოს” დაუპირისპირდება. მომავალი მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ნეაპოლური გუნდის მწვრთნელმა ვალტერ მაცარიმ განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას გამუდმებით ეუხეშებიან და ამას მსაჯებისგან შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს:
“გასული წელი ცუდად დავასრულეთ, ეს წელი უკეთ უნდა დავიწყოთ. “მონცასთან” მოგებას ვიმსახურებდით და თუ ასევე გავაგრძელებთ, გამარჯვებებს მოვიპოვებთ. ამჟამად ძირითადი შემადგენლობის 7-8 ფეხბურთელი გვაკლია. ხვალ სასტარტოში რასპადორის დავაყენებ თუ სიმეონეს, ამას შეხვედრის დაწყებამდე გადავწყვეტ.
ყველა ჩემპიონები VAR-ის მიერ დაცული უნდა იყვნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში დავუბრუნდებით იმ პერიოდს, როდესაც
საუკეთესო ფეხბურთელებს იდაყვებით და მუჯლუგუნებით უსწორდებოდნენ, მსაჯები კი ამას ყურადღებას არ აქცევდნენ. აბა, რაში გვჭირდება VAR-ი? ცუდი სანახავია, როდესაც ტექნოლოგიების საშუალებითაც ვერ აფიქსირებენ იმას, რომ როცა ბურთი სულ სხვა მხარესაა, უბურთოდ მყოფზე უხეშობენ. ასეთ დარღვევებს ოსიმენზე და განსაკუთრებით “კვარაზე” აქვს ადგილი, განუწყვეტელი პროვოცირება მის განერვიულებას იწვევს და პროტესტის გამოხატვის გამო აფრთხილებენ. ასე მოხდა “მონცასთან”.
“ნაპოლი” ჩემი სახლია, სამწუხაროდ, ჯერჯერობით გუნდმა ჩემი ხელმძღვანელობით უკეთესი შედეგები ვერ აჩვენა, მაგრამ არსებობს განსხვავება “რეალსა” და “ემპოლისთან” მატჩებს შორის. მე აბსურდული გამონათქვამები მოვისმინე, თუმცა ჩვენს საქმეს უნდა მივხედოთ და ამ მომენტიდან კურსის შეცვლა გვჭირდება”.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში