ცნობილმა საფეხბურთო აგენტმა და “ნაპოლის” დიდმა გულშემატკივარმა ენრიკო ფედელემ “პარტენოპეის” ახალი მწვრთნელის შესახებ ისაუბრა. “პარმას” ყოფილი სპორტული დირექტორის თქმით, ვალტერ მაცარი არც ისე მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტია, თუმცა აურელიო დე ლაურენტისმა ამ ეტაპზე საუკეთესო ვარიანტი შეარჩია.
“მაცარი ოჯახის ექიმივითაა, მისი ნდობა ყოველთვის შეიძლება, მიუხედავად იმისა, რომ ის არ არის ძლიერი სპეციალისტი, მეტიც, მწვრთნელობის არაფერი იცის, მაცარი “ნაპოლის” სიმშვიდეს მისცემს. ხალხი აღტაცებით საუბრობს ლავეცისა და კავანიზე, თუმცა ეს უკვე წარსულია. აწმყოზე უნდა ვიფიქროთ, რადგან კარგი აწმყო ნათელ მომავალს ქმნის.
მაცარიმ თქვა
რომ გუნდს ისე ათამაშებს როგორც სპალეტი? სიმართლე გითხრათ, ამის არ მჯერა. ვფიქრობ, ის “ნაპოლის” იმავე ტაქტიკით ათამაშებს, როგორც ალეგრი “იუვენტუსს”, – განაცხადა ფედელემ Radio Marte-სთან ინტერვიუში.