,, მაშინ მივხვდი, რამხელა სითბო და სიყვარული იმალებოდა ამ მკაცრი სახის მიღმა, როცა ბავშვით ხელში კაბინეტში შემოგივარდით” – ხატია სიჭინავა

,, მაშინ მივხვდი, რამხელა სითბო და სიყვარული იმალებოდა ამ მკაცრი სახის მიღმა, როცა ბავშვით ხელში კაბინეტში შემოგივარდით” – ხატია სიჭინავა
ჟურნალისტი ხატია სიჭინავა ექიმ დავით თელიას ემოცოური წერილით ემშვიდობება:
,,ერთი დღით დავბრუნდი ფბზე, რომ დაგემშვიდობოთ ბატონო დავით 🙏🏼
13 წელი ვიყავი მშვიდად, რადგან რა დროც არ უნდა ყოფილიყო, თუ მიჭირდა, გირეკავდით და თქვენი მშვიდი და მტკიცე ხმა, ყოველთვის სწორ მიმართულებას მაძლევდა…
მიუხედავად იმისა, რომ 13 წელი ყოველ მოსვლაზე მეგონა , რომ პირველად მხედავდით, მიუხედავად თქვენი მკაცრი იერისა და უემოციობისა, რითიც ალბათ ჩემს ზედმეტ ემოციურობას აბალანსებდით, ბავშვების ავად გახდომის დროს, პირველი თქვენ მახსენდებოდით და ეს იმხელა იმედს მაძლევდა, სიხარულით მოვრბოდი თქვენთან, სადაც არ უნდა ვყოფილიყავი.
ერთადერთი თქვენი ემოციურობა მაშინ ვნახე, ჩემს მესამეს რომ გული წაუვიდა სისხლის ანალიზის აღებაზე. მაშინ მივხვდი, რამხელა სითბო და სიყვარული იმალებოდა ამ მკაცრი სახის მიღმა, როცა ბავშვით ხელში კაბინეტში შემოგივარდით და წამის მეასედში წამოხტით სკამიდან , ბავშვი გამომგლიჯეთ და ერთი ხელის გადასმით გაანთავისუფლეთ მაგიდა სადაც ბავშვი დააწვინეთ და არ მიეცით გონების დაკარგვის საშუალება 🙏🏼 ვიდექი გაქვავებული და ვფიქრობდი, რა კარგია რომ არსებობთ ❤️
რომ მცოდნოდა ცუდად იყავით , აუცილებლად მოვასწრებდი და გეტყოდით როგორ მიყვარხართ და რომ ყოველთვის მეყვარებით ❤️
მადლობა თითოეული დღისთვის, როცა თქვენი კარები შემოვაღე ❣️
განისვენეთ მშვიდად და
მიყვარხართ ❤️
David Telia
შეხვედრამდე”

ასევე დაგაინტერესებთ

IPSOS-ის კვლევის ავტორი – ყველა მხარე საკმაოდ დადებითად არის განწყობილი, როდესაც საკითხი მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობას ეხება – ყოფილი საბჭოთა ქვეყნებისთვის შესაძლოა საქართველო სანიმუშო მაგალითად გამოდგეს