“მაშინ ვინმეს რომ ეთქვა, რუსეთი ყოველკვირეულად დაიბომბებაო…”– გიორგი კობერიძე

რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დასაწყისიდან ორი წელი გავიდა. მაშინ ვინმეს რომ ეთქვა ორი წლის შემდეგ რუსული თვითმფრინავები უკრაინის საზღვრიდან 100 კილომეტრში ჩამოცვივდებიან, შავი ზღვის ფლოტი გამოფიტული და პორტებს მიჯაჭვული იქნება და ყოველკვირეულად დაიბომბებაო, ბევრს არ დაეჯერებოდა. მაგრამ ორი წლის თავზე მარტო ბოლო 24 საათში უმნიშვნელოვანესი რუსული ელექტრონული სადაზვერვო თვითმფრინავი A50 ჩამოაგდეს კრასნოდარში, ხოლო ბოლო 72 საათში კიდევ მინიმუმ ორი რუსული ბომბდამშენი განადგურდა. წუხელ დაიბომბა რუსეთი – კურსკი და ლიპეცკი. და ეს იმ ომში, რომლის დამთავრებასაც კრემლი სამ დღეში ფიქრობდა. ნაცვლად ამისა, ახლა მათ იმის მტკიცება უწევთ რურიკიდების შთამომავლები არიან თუ არა.