მაშველებმა 25 მეტრის სიღრმის ხევიდან მოზარდები უვნებლად ამოიყვანეს

მეხანძრე-მაშველებმა ხევიდან, 25 მეტრი სიღრმიდან, მოზარდი უვნებლად ამოიყვანეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
„თელავში, ერთ-ერთი სასტუმროს მიმდებარედ, ხევში გადაადგილების დროს, ორი მოზარდი დაიკარგა და რთული რელიეფის გამო უსაფრთხო ადგილზე დამოუკიდებლად გამოსვლა ვეღარ შეძლეს.
ადგილზე გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. მეხანძრე-მაშველებმა მოზარდი, სპეციალური აღჭურვილობის საშუალებით, ხევიდან 25 მეტრი სიღრმიდან უვნებლად გამოიყვანეს.
მოზარდების ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

ასევე დაგაინტერესებთ

2011 წლის 26 მაისის და სხვა სისხლიანი ნაცდარბევები ვერასდროს განმეორდება, ქართველთა დატერორებაში პასუხისმგებელთა მხრიდან პროპაგანდა, რომ “დემოკრატიას იცავდნენ” და ახლა “ავტოკრატიაა”, ნაცფაშიზმის ჰიბრიდული გაგრძელებაა

ლუკა კურტანიძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“: ხელისუფლების მართვა ნიშნავს უდიდეს პასუხისმგებლობას, ზრუნვას შენს ერზე და არა ძალადობას, სიკვდილს, შიშს და იმ ტრაგედიას რაც ათასობით ადამიანმა განიცადა