მაშველებმა მტკვარში გადავარდნილი მანქანა ამოიყვანეს – ნაპოვნია მძღოლის ცხედარიც

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა მეტეხის ხიდიდან მტკვარში გადავარდნილი ავტომობილი ამოიყვანეს.
როგორც “ინტერპრესნიუსს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ავტომობილიდან მაშველებმა მამაკაცის ცხედარი ამოასვენეს.
ცნობისთვის, სამძებრო სამუშაოები მტკვარში მას შემდეგ დაიწყო, რაც მეტეხის ხიდზე ავტომობილი მოაჯირს შეეჯახა და წყალში გადავარდა. შემთხვევა გუშინ მოხდა.

ასევე დაგაინტერესებთ