მაშველებმა კიდევ 6 ცხედარი იპოვეს კიევზე რუსეთის დარტყმით განადგურებული სახლის ნანგრევებში

მაშველებმა ს სოლომენსკის რაიონში, ს ჯარების მასირებული იერიშის შედეგად 9-სართულიანი სახლის განადგურებული სადარბაზოს ნანგრევებში კიდევ 6 ადამიანის ცხედარი იპოვეს.
კიევზე რუსული დრონებით და რაკეტებით შეტევა 17 ივნისს განხორციელდა.
დღეს, 18 ივნისს დილის რვიდან ცხრა საათამდე უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობები ჯერ ხუთი, შემდეგ კი კიდევ ერთი ცხედრის აღმოჩენის შესახებ.
18 ივნისის დილის ოფიციალური მონაცემებით, კიევში სულ 22 ადამიანი დაიღუპა და 134 დაშავდა.
დღეს კიევში გლოვაა გამოცხადებული.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის ინფორმაციით, 17 ივნისს რუსეთის ჯარებმა ზე მასირებული შეტევისას გამოიყენეს 440 უპილოტო საფრენი აპარატი, მათ შორის 280-მდე დამრტყმელი „შაჰედი“ და სხვადასხვა ტიპის 32 რაკეტა.
დარტყმის მთავარი სამიზნე იყო უკრაინის დედაქალაქი კიევი. შეტევას მსხვერპლი მოჰყვა ოდესაშიც.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის ცნობით, თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა ჩამოაგდეს 239 რუსული დრონი და 23 რაკეტა, კიდევ 166 კი რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით ჩაახშეს.
უკრაინის პრეზიდენტმა მ რუსეთის მორიგ მასირებულ შეტევას „ტერორიზმი“ უწოდა. ზელენსკის განცხადებით, მთელი მსოფლიო, და ევროპა უნდა რეაგირებდნენ ისე, როგორც ცივილიზებული საზოგადოება რეაგირებს ტერორისტებზე.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ბეჟაშვილი – 13 წლის განმავლობაში ყველაფერი სცადეს, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“ გადარჩა – ეს აწუხებს „ოცნებას“, ამიტომ პუტინის მიმართ პირობას, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ გააუქმებენ, უკვე ერთპარტიულ პარლამენტში ახორციელებენ

გიორგი შარაშიძე – ჩვენ არაფერი საერთო არ გვექნება იმ პოლიტიკოსებთან, რომლებიც მომხდარზე პასუხისმგებლობას არ იღებენ, ბოდიშსაც არ უხდიან მათ, ვინც გააუბედურეს და ზოგადად, მშვიდობიანი დამხობის ახალ სცენარებს ალაგებენ