მაშველებმა ბაღდათის მუნიციპალიტეტში მეწყერში მოყოლილი მეექვსე ადამიანის ცხედარი იპოვეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეექვსე ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მეხანძრე-მაშველები განაგრძობენ ძებნა-შველის სამუშაოებს.
ამ დროისთვის გადარჩენილი და უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 1 ადამიანი, 3-ის სამძებრო სამუშაოები გრძელდება.
გასულ ღამით მეწყერი ჩამოწვა იმერეთის რეგიონში, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში. მიწის მასაში მოყვა 4 სახლი.
6 თებერვალს დიდთოვლობით და ძლიერი წვიმით გამოწვეული ზვავის და მეწყრის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა აჭარის რეგიონის ხულოს და ქედის მუნიციპალიტეტებში.

ასევე დაგაინტერესებთ