კოოპერატივი “გილე” წელს 20 ტონა მაყვლის მოსავალს ელოდება. როგორც კომპანიის ხელმძღვანელი იზოლდა ქიტესაშვილი BM.GE-სთან აცხადებს, წლევანდელი მოლოდინები დადებითია და, სავარაუდოდ, წარმოებას სრულად ქართული ბაზარი აითვისებს.
“ჩვენი გათვლებით, ველოდებით მინიმუმ 20 ტონა მაყვალს. საადრეო ჯიშები გავაშენეთ, ძველი ჯიშები ამოვიღეთ, რადგან ამ პერიოდში ძალიან ბევრი ხილია და გაყიდვები ძალიან ცუდად მიდიოდა, ფასიც ძალიან დაბალი ჰქონდა. ახლა მოსავლის აღებას დავიწყებთ ივნისის პირველ რიცხვებში. ვთვლი, რომ ბაზარი სრულად აითვისებს მოსავალს. ექსპორტისთვის საჭირო რაოდენობა არ გვაქვს.
