ფინანსური და ტექნიკური მიზეზების გამო გარკვეული გადაცემები იხურება, გარკვეულ გადაცემებში შედის შესწორებები და ა. შ. განცხადება გავრცელდა მას შემდეგ, რაც სამეურვეო საბჭომ დაამტკიცა ახალი ბიუჯეტი. […]პოლიტიკურ პოზიციას აფიქსირებდა ეს სტუდია, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთიკის კოდექსი თანამშრომლებს ამისგან თავის შეკავებას მოუწოდებს.
იყო გარკვეული სპეკულაციები, რომელიც თანმდევი პროცესია, როგორც ყოველთვის. ახლა აღმოჩნდა, რომ მანამდე არცერთი გადაცემა არ მოსწონდათ, ახლა აღმოჩნდა თურმე ყველა გადაცემა მოსწონთ.
თქვა სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელზე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით TV პირველთან სატელეფონო ინტერვიუში.
გასულ დღეს არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მაუწყებლის დაფინანსების წესისა და 2024 წლიდან შენობის ცვლილების შედეგად, იზრდება ორგანიზაციის კაპიტალური ხარჯები, რამაც გამოიწვია დაგეგმილი პროგრამირების შეცვლა.