მაღაროელთა საინიციატივო ჯგუფი დანარჩენ დასაქმებულებს მოუწოდებს, არ მოწერონ ხელი დამსაქმებელი კომპანიის შეთავაზებულ პირობებს. მათი შეფასებით, დოკუმენტი, რაზე ხელმოწერასაც “ჯორჯიან მანგანეზის” მმართველი კომპანია CMC სთავაზობთ, მთლიანდ დამსაქმებლის ინტერესებზეა მორგებული და არ ითვალისწინებს დასაქმებულთა საჭიროებებს.
“მე მინდა ვთხოვო ყველა ჭიათურელს, ყველა დასაქმებულს – ეს განცხადება თავიდან ბოლომდე არის ყალბი, თავიდან ბოლომდე არის სიცრუე, არანაირად არ არის მუშათა კლასზე და დასაქმებულზე მორგებული – არ მოტყუვდნენ, არ მოაწერონ ხელი, რადგან კარგავენ ყველანაირ უფლებას. თვითონ აწერენ ხელს სამსახურიდან გათავისუფლებას და აღდგენის შანსი ნულთან არის გათანაბრებული. მინდა გთხოვოთ ჭიათურელებო, არ მოაწეროთ ასეთ ყალბ დოკუმენტს ხელი, რასაც კომპანია გთავაზობთ”, – ამბობს მიმართვაში საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერი, მაღაროელი ტარიელ მიქაცაძე.
დღეს, 24 აპრილს, მაღაროელებმა დამსაქმებლისგან მიიღეს ერთგვარი შეთავაზება, რომელიც ეხება კომპანია “ჯორჯიან მანგანეზში” რეორგანზიაციის პროცესსა და მუშაობის შემდგომი გაგრძელების პერსპექტივებს. ერთგვერდიანი დოკუმენტი სულ 7 პუნქტისგან შედგება.
დოკუმენტში წერია, რომ კომპანია მზაობას გამოთქვამს,რეორგანიზაციის შემდეგ თანამშრომლები აღადგინოს სამსახურში. აქვე წერია, რომ დასაქმებულები ინფორმირებულები არიან რეორგანიზაციის შემდეგ არსებული საშტატო ნუსხის, ვაკანტური ადგილების, სამუშაო განაკვეთის, ანაზღაურბეისა და სხვა დეტალების შესახებ და ზოგადად, აქვთ პასუხები მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე. თუმცა, მაღაროელები ამბობენ, რომ მათ გარდა შაბლონური განცხადებისა, რომელზე ხელმოწერისკენაც მოუწოდებენ, არანაირი განმარტებები არ მიუღიათ.
გარდა ამისა, მათ მიიღეს სატელეფონო შეტყობინებები, რომლის მიხედვითაც თუ თავად არ გამოცხადდებიან ხელშეკრულებაზე ხელმოსაწერად, კომპანიის წარმომადგენლები პირადად მიაკითხავენ მათ.
იურისტი ვაკო ნაცნლიშივლი, რომელიც დღეს პირადად იმყოფებოდა ჭიათურაში და შეხვდა მაღაროელებს, ამბობს კომპანია “ჯორჯიან მანგანეზი” ამით თანამშრომლების მოტყუებას ცდილობს. მაღაროელებს, რომლებსაც ამ ეტაპზე აქვთ დასაქმებულის სტატუსი, შრომითი ხელშეკრულებები და კომპანია პასუხისმგებელია მათ წინაშე, სთხოვენ, საკუთარი ხელმოწერით დაადასტურონ სამსახურის დაკარგვის პერსპექტივა ყველანაირი გარანტიის გარეშე.
“თითოეულმა მაღაროელმა, ვინც ამ განცხადებას ხელს მოაწერს, უნდა იცოდეს, რომ თავად ამბობს თანხმობას, რომ სამსახური დაკარგოს. ეს განცხადება შედენილი არის კომპანიის მიერ და ემსახურება კომპანიის ინტერესებს […] ამ განცხადებაში შეტანილი ისიც, რომ კომპანია თვითონ განსაზღცვრავს რეოგანიზაცის და შემდგომ, კონკურსის პირობებს. ამაზე ხელმწერებს აღარ ექნებათ საშუალება, რომ იდავონ და პრეტენზია გამოთქვან კონკურსის პირობებზე, რეორგანზიაციის შედეგებზე და ა.შ. ამ განცხადებაზე ხელის არმოწერა ნიშნავს ჯერ საკუთარიუ თავის და მერე სხვების დაცვასაც, არ დაკარგონ სამსახური. ვინც ამ განცხადებაზე ხელს მოაწერს, მის მიმართ სრულად იხსნის პასუხისმგებლობად და მას არაფერი არ ბოჭავს, რომ ხელახალ არ დაასაქმოს”, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
შესაბამისი განცხადებები თანამშრომლებს “ჯორჯიან მანგანეზმა” მას შემდეგ გაუგზავნა, რაც კომპანიის მმართველმა კომპანია CMC მაღაროში მუშაობის აღდგენის დაჰპირდა, თუმცა გარკვეული პირობებით: კომპანიამ გადაჭრით მოითხოვა პროტესტის, პიკეტირების შეწყვეტა და მის ხედვაზე დამორჩილება.
CMC ჯერ კიდევ მარტში აცხადებდა, რომ ჭიათურაში მიწისქვეშა სამუშაოები აღარ განახლდებოდა და სასამართლოს გაკოტრების განცხადებითაც მიმართა. ახალი განცხადებით CMC ულტიმატუმს აყენებს და პიკეტირების მოხსნას ითხოვს.
“კომპანიის პოზიცია უცვლელია – პიკეტირების პირობებში წარმოების აღდგენა შეუძლებელია. კომპანია გადაჭრით აცხადებს: ჭიათურაში სამთო წარმოება ან გაიხსნება ახალ წესებზე დაფუძნებული მოდელით – ან საერთოდ ვერ აღდგება. ამ პროცესის დაწყება შეუძლებელია მაღაროების ბლოკირების პირობებში”, – წერია CMC-ის ახალ განცხადებაში, რომელიც გუშინ გაავრცელეს.
ამავე თემაზე:
· „თქვენი დამთავრებაც შეგვიძლია“ — ჭიათურელი მაღაროელები ხელისუფლებას მიმართავენ




