მაღალმთიან აჭარაში ინფრასტრუქტურა კვლავ მოუგვარებელია – ელგუჯა ბაგრატიონი

დღეს მაღალმთიანი მოსახლეობა შუამთობას ზეიმობს, რომელიც არის უდიდესი დღესასწაული ამ ადამიანებისათვის. ამოვედით [ბეშუმში], რათა ეს უდიდესი დღესასწაული მივულოცოთ, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ელგუჯა ბაგრატიონმა განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ დაპირებების მიუხედავად მაღალმთიან აჭარაში ინფრასტრუქტურა კვლავ მოუგვარებელია.
„დღეს მაღალმთიანი მოსახლეობა შუამთობას ზეიმობს, რომელიც არის უდიდესი დღესასწაული ამ ადამიანებისათვის. ამოვედით, რათა ეს უდიდესი დღესასწაული მივულოცოთ. სამწუხაროდ, ინფრასტრუქტურა, რომელსაც „ქართული ოცნება“ 12 წელია ჰპირდება გაკეთებას, ჯერ კიდევ მოუგვარებელია, მაგრამ ჩვენ ამ ხალხს ვპირდებით, რომ მომავალ წელს, 26 ოქტომბრის შემდეგ ეს გზა მოწესრიგებული იქნება და მათ კომფორტულ გარემოში ცხოვრება და მოღვაწეობა მოუწევთ“, – განაცხადა ელგუჯა ბაგრატიონმა, რომლის კომენტარსაც პრესსმსახური ავრცელებს.
ცნობისთვის, ბეშუმში დღეს ხელისუფლების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. დღესასწაული ადგილობრივებს შალვა პაპუაშვილმაც მიულოცა. ადგილზე იყო პრემიერ-მინისტრიც. მ თქვა, რომ “ოცნებისთვის” განსაკუთრებული პრიორიტეტია მთის განვითარება. მისი ინფორმაციით, მაღალმთიანი აჭარის განვითარებაზე ზრუნვა მომავალშიც გაგრძელდება.

ასევე დაგაინტერესებთ

„საქართველოს ეროვნულ ბანკში ყოველთვის მიგვაჩნდა, რომ ქალების პროპორციული ჩართვა გადაწყვეტილებების მიღებასა და ეკონომიკურ აქტივობაში ქვეყნის გრძელვადიანი მდგრადი ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა“ – ეკატერინე გალდავა