მაღალი ფასები, უმუშევრობა, ემიგრაცია, სიღარიბე… – მოსახლეობის უმთავრესი პრობლემების უმეტესობა ეკონომიკურია

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა (ISSA) მოსახლეობის გამოკითხვა ჩაატარა. კვლევა სამოქალაქო საზოგადოების ფონდმა და საქართველოს გაეროს ასოციაციამ დააფინანსა. დოკუმენტი პარტია ფედერალისტებმა გაასაჯაროეს. მის გამოქვეყნებას სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი ორშაბათს, 10 თებერვალს აპირებს. დღეს კი ის ტაბულამ გამოაქვეყნა.
კვლევის შედეგად, განისაზღვრა 3 ჯგუფი, რომლის მიხედვითაც, ქართული ოცნების & Co მომხრეა – 34.1%, ოპოზიციონერი – 59.7%, ხოლო – გაურკვეველი – 6.2%. დოკუმენტის მიხედვით, ოპოზიციონერთა ჯგუფში, სხვა ჯგუფებთან შედარებით, ყველაზე მაღალია ახალგაზრდების (18-29 წ.), თბილისელებისა და კერძო სექტორში დასაქმებულთა წილი. ქ/ოცნების & Co მომხრეების ჯგუფში ყველაზე მაღალია უფროსი ასაკის (55+), სოფლებში მცხოვრებთა, ასევე, საჯარო სექტორში დასაქმებულთა, პენსიონერთა, შშმ პირთა და სამუშაო ძალის გარეთ მყოფთა წილი. გაურკვევლების ჯგუფში, სხვა ჯგუფებთან შედარებით (თუმცა, არაგამოკვეთილად), მაღალია უმუშევართა ხვედრითი წილი.
გამოკვეთილი უმრავლესობა (61.7%) ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის. აქედან მესამედზე მეტი ამბობს, რომ “სრულიად არასწორი მიმართულებით”. ქვეყნის დადებით განვითარებაზე მიუთითებს ჯამში 35%-მდე, აქედან, ერთმნიშვნელოვნად დადებითი დამოკიდებულება მხოლოდ 12.2%-ს აქვს.
რესპონდენტებმა ქვეყნის წიმაშე მდგარ ყველაზე უფრო მწვავე პრობლემებად დაასახელეს მაღალი ფასები (46.5%) და უმუშევრობა (42.1%), ასევე, ქართველების ემიგრაცია (21%), ნარკოტიკების გავრცელება/გამოყენება (18%); სიღარიბე (16.4%), უსამართლოდ ჩატარებული საპარლამენტო (15.5%), კრიმინალი და დაუცველობა (15.4%). რუსეთთან ომში ჩართვის საფრთხეზე, როგორც ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემაზე, მიუთითებს რესპონდენტთა 8.3%.
პოლიტიკური კრიზისი
კვლევის მიხედვით, დღესდღეობით, საქართველოში პოლიტიკური კრიზისის არსებობას აღიარებს დიდი უმრავლესობა (82.1%). ამასთან, პოლიტიკური კრიზისის ინდიკატორებად გამოიკვეთა 3 ფაქტორი:
· ერთპარტიული პარლამენტი
· მასობრივი საპროტესტო გამოსვლები საქართველოში, ახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით;
· პროტესტის მონაწილეთა ფიზიკური ანგარიშსწორება და უკანონო დაპატიმრებები
მოსახლეობის 78%-მდე არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე პასუხისმგებელ ძირითად აქტორად ქართულ ოცნებას ასახელებს. სხვა პასუხისმგებელ აქტორებს შორის კი, მეტნაკლებად გამოკვეთა: (23.6%), ნაციონალური მოძრაობა (16%) და სხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები (16.5%).
კვლევის მიხედვით, საპროტესტო აქციების მიმართ ლოიალურია უმრავლესობა – 60%-მდე. პროტესტის მიმართ აქტიურად გამოხატული მხარდაჭერა აქვს 45%-ს. აქციების მიმართ რეზისტენტულია დაახლოებით 31%. თითქმის მეოთხედია (23.7%) ისეთი, ვინც მიმდინარე პროტესტის მიმართ გამოკვეთილად შეურიგებელია. აღსანიშნავია, რომ ოცნების &Co მომხრეების 14%-მდე ლოიალურია პროტესტის მიმართ.
რესპონდენტთა აბსოლუტურ უმრავლესობას (96%) სმენია საქართველოში მიმდინარე პროტესტების მხარდამჭერი მოქალაქეების მოთხოვნების შესახებ: ა) “დაინიშნოს ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები” და ბ) “გათავისუფლდნენ რეჟიმის პატიმრები.“
ახალი არჩევნების დანიშვნას ეთანხმება უმრავლესობა – 62%; ამასთან, ამ მოთხოვნის მიმართ სრული თანხმობა აქვს 47.2%-ს. ახალი არჩევნების დანიშვნას არ ეთანხმება დაახლოებით მესამედი (34.2%). კატეგორიული მოწინააღმდეგეა დაახლოებით მეოთხედი (23.8%).
რესპონდენტთა მხარდაჭერა გაცილებით მაღალია საპროტესტო გამოსვლების მეორე მოთხოვნის მიმართ: რეჟიმის პატიმრების გათავისუფლებას მხარს უჭერს 76.3%, ხოლო ეწინააღმდეგება – 18.3%.
ირაკლის კობახიძის მიერ 2024 წლის 28 ნოემბერს გაკეთებული განცხადება მიუღებლად მიაჩნია გამოკვეთილ მოსახლეობის 67.1%-ს, განცხადება მისაღებია 24.7%-სთვის. აღსანიშნავია, რომ განცხადება მიუღებელია ოცნების &Co მომხრეების დაახლოებით 26%-თვის.
საგარეო პოლიტიკა
გამოკითხულთა უმრავლესობა (55%-მდე) თვლის, რომ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა ს/რუსეთთან დაახლოებული ქვეყნების (ჩინეთი, ირანი და სხვ.) ინტერესების გატარებას ემსახურება. 30.1%-ის აზრით, ქართული ოცნება ეწევა დაბალანსებულ საგარეო პოლიტიკას და კონკრეტულად არცერთი ქვეყნის ინტერესებს არ ატარებს. მხოლოდ 7%-ია დარწმუნებული იმაში, რომ ქართული ოცნება დგას დასავლეთთან (ევროპა, ) და დასავლურ სტრუქტურებთან (ევროკავშირი, ნატო) ინტეგრაციის გზაზე. ოპოზიციური განწყობების მქონეთა დიდი უმრავლესობისთვის (81.2%) ოცნების საგარეო კურსი პრორუსულია. ხოლო ქართული ოცნების &Co ამომრჩეველთა უმრავლესობისთვის ოცნების საგარეო პოლიტიკა დაბალანსებულია.
“დიფ-სთეითის“ და გლობალური ომის პარტიის ანტიქართული გავლენების შესახებ ოცნების განცხადებები არადამაჯერებლად მიაჩნია უმრავლესობას (54.2%), ხოლო დამაჯერებლად – თითქმის მეხუთედს (19.5%). ყოველ მეოთხე რესპონდენტს (25.3%) გაუჭირდა პოზიციის გამოხატვა. აღსანიშნავია, რომ ოცნების &Co მომხრეების დაახლოებით მეოთხედისთვის (23.3%) არ არის დამაჯერებელი “დიფ-სთეითის“ და გლობალური ომის პარტიის ანტიქართული გავლენები, ხოლო ამ ჯგუფში ყოველ მესამეს (33.3%) გაუჭირდა პოზიციის გამოხატვა.
ევროკავშირში საქართველოს გაწევრებას მხარს უჭერს დიდი უმრავლესობა – 86.3%, ხოლო ნატოში გაწევრებას – გამოკვეთილი უმრავლესობა (74.2%). რუსეთის მიერ შექნილ კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციაში საქართველოს გაერთიანებას ეწინააღმდეგება 80%, ხოლო ემხრობა 14%-მდე. რესპონდენტთა ნახევარზე მეტი (53%-მდე) მომხრეა იმის, რომ საქართველო არცერთ პოლიტიკურ/სამხედრო საერთაშორისო სტრუქტურაში არ გაერთიანდეს და ჰქონდეს ნეიტრალიტეტი (სრული მხარდამჭერია 30%- მდე). ნეიტრალიტეტის პერსპექტივას ეწინააღმდეგება 38.4%.
კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 80% ინფორმირებულია იმის შესახებ, რომ აშშ-მ შეაჩერა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა. ამასთან, რესპონდენტთა გამოკვეთილი უმრავლესობა (67%-მდე) აშშ-თან სტრატეგიული ურთიერთობის გაწყვეტას უარყოფითად აფასებს. ამას მხოლოდ 8%-მდე იწონებს.
26 ოქტომბრის არჩევნები
რესპონდენტთა 43% მიიჩნევს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების უსამართლოდ ჩატარდა. მესამედი (33.1%) აღნიშნავს, რომ არჩევნები სამართლიანი იყო. 16.1% ფიქრობს, რომ არჩევნები იმდენადვე სამართლიანად ჩატარდა, რამდენადაც უსამართლოდ (50/50-ზე). ოპოზიციურად განწყობილ რესპონდენტთა დაახლოებით მეოთხედი (23%-მდე) არ თვლის, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები უსამართლოდ ჩატარდა.
გამოკითხულთა ნახევარზე მეტი (51.3%) აცხადებს, რომ არჩევნებში ხმა ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალას მისცა, ხოლო დაახლოებით მესამედი (32%) – ადასტურებს ქართული ოცნებისთვის ხმის მიცემას. რესპონდენტთა დაახლოებით 17%-მა მოცემულ შეკითხვას არ უპასუხა.
იმ ფაქტორებს შორის, რომლებმაც გავლენა იქონია რესპონდენტებზე, ხმა მიეცათ რომელიმე პოლიტიკური ძალისთვის, გამოიკვეთა ორი:
· ხელისუფლების (ქ/ოცნების ცვლილების აუცილებლობა) – 36%
· სიღარიბის დაძლევა/ეკონომიკური პრობლემების მოგვარება (36.3%)
ასევე, ანგარიშგასაწევ ფაქტორებს შორის დასახელდა ქვეყნის დასავლური ორიენტაციის შენარჩუნება (25.8%) და რუსეთთან ომის საფრთხის თავიდან აცილება (25.5%).
პოლიტიკური მიკუთვნებულობის მიხედვით დიფერენცირებულ ჯგუფებში ვითარება ასეთია:
· ქ/ოცნების & Co მომხრეების ჯგუფში 26 ოქტომბრის არჩევნებში ხმის მიცემის ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორი იყო რუსეთთან ომის საფრთხის თავიდან აცილება (60%-მდე).
· ამ ფაქტორს ოპოზიციონერთა ჯგუფის მხოლოდ 6.5%-ში ჰქონდა გავლენა, ხოლო წამყვან მამოტივირებელ ფაქტორს ოპოზიციონერებისთვის ქ/ოცნების ცვლილების აუცილებლობა წარმოადგენდა
იმ მექანიზმებს შორის, რომლებმაც უარყოფითი გავლენა იქონია არჩევნების სამართლიანობაზე, რესპონდენტებმა გამოკვეთეს:
· ამომრჩევლების მოსყიდვა;
· ამომრჩევლების დაშინება;
· საარჩევნო უბნებზე კრიმინალური პირების მობილიზება და ამომრჩევლებზე ფსიქოლოგიური კონტროლი;
· საარჩევნო უბნებზე ხელისუფლების მხარდამჭერი კოორდინატორების მობილიზება და ამომრჩევლებზე ფსიქოლოგიური კონტროლი და სხვ.
ქართული ოცნების ყოფნას ხელისუფლებაში უკანონოდ/არალეგიტიმურად მიიჩნევს 48%- მდე, ხოლო კანონიერად/ლეგიტიმურად – 39.2%. საინტერესოა, რომ კვლევის მიხედვით, ოპოზიციონერთა ჯგუფში 8.1%-ს არ მიაჩნია ქართული ოცნების ხელისუფლება უკანონოდ, ხოლო 11%-ს ამის განსაზღვრა უჭირს.
რაც შეეხება პოლიტიკურ რეიტინგებს, კვლევის მიხედვით, კითხვაზე, ამ შაბათს რომ იმართებოდეს ახალი საპარლამენტო არჩევნები, პასუხები ასე განაწილდა:
· ქართული ოცნება 25.1% (ალოკაციით 31.5%)
· კოალიცია ცვლილებებისთვის – 10.3% (ალოკაციით 18%)
· ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის – 8.5 (ალოკაციით – 14.9%)
· საქართველოს პატრიოტთა ალიანსი – 1.6% (ალოკაციით 2.9%)
· ძლიერი საქართველო – 6.3% (ალოკაციით 11%)
· საქართველოს ლეიბორისტული პარტია – 0.5% (ალოკაციით 0.8%)
· გახარია საქართველოსთვის – 5.4% (ალოკაციით 9.5%)
· გირჩი – 2.4% (ალოკაციით 4.3%)
· სხვა პარტია – 4% (ალოკაციით 7.1%)
· არ ვიცი – 13.8%
· ცარიელს დავტოვებდი – 4.1%
· უარი პასუხზე – 18.2%
კვლევის ავტორების თქმით, ოპოზიური პოლიტიკური პარტიების რეიტინგები მცირედით იმატებს, შესაბამისად, ქ/ოცნების რეიტინგი მცირედით იკლებს იმ შემთხვევაში, თუ რეიტინგი გაიზომება იმ ამომრჩევლებს შორის, ვისაც მაღალი მოტივაცია აქვს ახალ არჩევნებში მონაწილეობის.
რესპონდენტთა უმრავლესობა (55%-მდე) არ იზიარებს მოსაზრებას, რომ თუ ქართული ოცნება ხელისუფლებაში არ დარჩება, გაიზრდება საქართველოს რუსეთთან ომში ჩართვის საფრთხე, ამასთან, ქ/ოცნების ხელისუფლებისგან ჩამოშორების შემთხვევაში, რუსეთთან ომში ჩართვის საფრთხეს სავსებით რეალურად მიიჩნევს 15.3%.
რესპონდენტთა მოსაზრებები გაიყო იმასთან დაკავშირებით, თუ ვინაა საქართველოს კანონიერი პრეზიდენტი. მცირე უპირატესობა აქვს იმ ნაწილს, ვინც ასეთად სალომე ზურაბიშვილს თვლის (40.1%); მეორე მხრივ, მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად მიიჩნევს დაახლოებით 38%. გამოკითხულთა 15.9% ფიქრობს, რომ საქართველოს კანონიერი პრეზიდენტი არცერთი არ არის.
კვლევის მიხედვით, ოპოზიციონერ ამომრჩეველთა ჯგუფში კეთილგანწყობის ყველაზე დადებითი მაჩვენებელი აქვს სალომე ზურაბიშვილს, ს და გიორგი მარგველაშვილს, ხოლო ქართული ოცნების ამომრჩეველთა ჯგუფში – ირაკლი ს, ს და ბიძინა ივანიშვილს. გაურკვეველი ამომრჩევლის ყველაზე მაღალი კეთილგანწყობა მოიპოვეს სალომე ზურაბიშვილმა, კახა კალაძემ და ირაკლი ღარიბაშვილმა.
ბოლო თვეებში სხვადასხვა აქტორის საქმიანობის/მოვლენის შეფასებისას, ყველაზე დადებითი დამოკიდებულება (MEAN>3-ზე) ვლინდება ს საქმიანობის მიმართ (MEAN = 3.27). დადებითია, აგრეთვე, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის მიმართ დამოკიდებულებაც, თუმცა, შეფასების სკალაზე მაჩვენებელი ნეიტრალურ პუნქტთან ძალზე ახლოსაა (MEAN = 3.02). ყველაზე ნეგატიური შეფასება დაიმსახურა (MEAN = 2.26) ს არჩევამ საქართველოს პრეზიდენტად.
სანქციები
რესპონდენტთა დიდ უმრავლესობას (86.5%) სმენია აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის დაწესებული სანქციების შესახებ. ნახევარზე მეტი (52%-მდე) გადაწყვეტილებას სამართლიანად მიიჩნევს, ხოლო უსამართლოდ მიაჩნია მესამედს (33.8%).
მინიმუმ ყოველი მეორე რესპონდენტი (51.2%) თვლის, რომ აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები ბიძინა ივანიშვილს ასუსტებს. 45%-ის აზრით კი, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება უნდა გაგრძელდეს.
ასევე, რესპონდენტთა გამოკვეთილ უმრავლესობას (77%-მდე) სმენია აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მაღალჩინოსნებისთვის დაწესებული სანქციების შესახებ. ნახევარზე მეტი (52%-მდე) სანქციებს სამართლიანად მიიჩნევს, ხოლო გადაწყვეტილება უსამართლოდ მიაჩნია დაახლოებით მესამედს (31.8%). ასევე, რესპონდენტთა უმრავლესობა (53%-მდე) თვლის, რომ აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები შსს მაღალჩინოსნებს ასუსტებს, ხოლო თითქმის 47%-ის აზრით, ოცნების მაღალჩინოსნების დასანქცირება უნდა გაგრძელდეს.
რესპონდენტთა გამოკვეთილ უმრავლესობას (79.2%) სმენია იმის შესახებ, რომ ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის ევროკავშირმა უვიზო რეჟიმი შეაჩერა. ყოველი მეორე რესპონდენტი აგადაწყვეტილებას სამართლიანად მიიჩნევს. სანქციები უსამართლოდ მიაჩნია 35.1%-ს. რესპონდენტთა უმრავლესობა (54.2%) ამ შემთხვევაშიც თვლის, რომ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები ქ/ოცნების თანამდებობის პირებს ასუსტებს. ამასთან, თითქმის 47%-ის აზრით, ქ/ოცნების თანამდებობის პირების დასანქცირება უნდა გაგრძელდეს.
საინფორმაციო წყაროები
კვლევისას გამოიკვეთა ორი წყარო, საიდანაც საქართველოს მოსახლეობა ინფორმაციას იღებს ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკური მოვლენების შესახებ. ესაა ქართული სატელევიზიო არხები და სოციალური მედია.
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა (ISSA) მოსახლეობის გამოკითხვა სამოქალაქო საზოგადოების ფონდის და საქართველოს გაეროს ასოციაციის დონორობით 18-30 იანვრის შუალედში ჩაატარა. რაოდენობრივი კვლევის სამიზნე ჯგუფი საქართველოს სრულწლოვანი (18+) მოსახლეობა იყო. ინტერვიუერებმა 2 000 რესპონდენტი პირისპირ ინტერვიუს გზით გამოკითხეს. მეთოდი იყო ალბათური, კლასტერული შერჩევა წინასწარი სტრატიფიკაციით. შერჩევის ცდომილება იყო ±2.2% მთლიანი შერჩევისთვის, 95%-იანი სანდოობით, ხოლო გამოპასუხების წილი: 74.4%.
როგორც დოკუმენტში წერია, “მონაცემების შეწონვა მოხდა დემოგრაფიული ცვლადების (სქესი, ასაკი, განათლების დონე, რეგიონები, ქალაქი/სოფელი), აგრეთვე, 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების (მათ შორის ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით) მიხედვით”.