მაღალი ინფლაციის გამო ბელგიელები საყიდლებზე საფრანგეთში გადადიან

სულ უფრო მეტი ბელგიელი კვეთს საზღვარს საფრანგეთში საყიდლებზე წასასვლელად. ეს ხდება ბელგიაში არსებული მკვეთრი ინფლაციის გამო, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მეზობელ ქვეყნებთან შედარებით.
ბელგიელი მომხმარებლები აცხადებენ, რომ როდესაც ფასებს ადარებენ, საფრანგეთში გარკვეული პროდუქტები 30-50%-ით უფრო ნაკლებია.
მიუხედავად საწვავის ხარჯისა, ბევრი მომხმარებელი ამჩნევს, რომ მაინც მნიშვნელოვან დანაზოგს აკეთებს.
ერთ-ერთი მომხმარებელი აცხადებს, რომ რამდენიმე ასეულ ევროშია სხვაობა, „ასე რომ ღირს მაშინაც კი, თუ 30-წუთიანი მგზავრობისთვის საწვავში ფულს გადაიხდი”. მისი თქმით, კრიზისის დროს რთული პერიოდი ჰქონდათ, ამიტომ ცოტა უნდა დაზოგონ, თუ სადმე დასასველებლად წასვლა სურთ.
საშუალოდ 100 ევროს საყიდლებზე ბელგიელი მომხმარებლები საფრანგეთში თითქმის 30 ევროს ზოგავენ.
euronewsgeorgia