მაღალი ალბათობით, ლევან უპირებენ დაკავებას – ამის შესახებ სასამართლოს მიერ გამართლებულმა ექიმმა, გიორგი ახობაძემ “პირველებთან” განაცხადა.
ახობაძე ამბობს, რომ შსს-მ აქტივისტების წინააღმდეგ სულ ასე თხზავს ლეგენდებს, როგორც გუშინ სამტავრობო მედიით გავრცელებული კადრებით გააკეთა.
უნდა დავასრულოთ უდანაშაულო ადამიანების გატაცებები სასამართლოში – ამბობს გიორგი ახობაძე.
რეალურად იქ არის აღბეჭდილი, როგორ ანეიტრალებს შეიარაღებულ ტიტუშკას. ისინი სულ ასე აკეთებენ, ჩემს შემთხვევაშიაც ასე მხოდა, უბრალოდ სოციალურ ქსელში მოხდა შემზადება ლეგენდის, ლევანთან გააკეთეს ტელევიზიით. ძალიან ცუდად მენიშნა, რომ ჩამოსვლის წინა დღეს მოხდა ამ ლეგენდის შეთხზვა. ყველას ვთხოვ, რომ რაღაცნაირად უნდა დავასრულოთ უდანაშაულო ადამიანების გატაცებები სასამართლოში”, – ამბობს ახობაძე.
