მაღალბიუჯეტური სასტუმროების ნომრის საშუალო ფასი $126-მდე შემცირდა – როგორი იყო 6 თვეში დატვირთულობა?

2025 წლის პირველ ნახევარში საშუალო დატვირთულობა მაღალბიუჯეტურ სასტუმროებში 54%-ს გაუტოლდა.
ს“ ტურიზმის სექტორის 6 თვის მიმოხილვის მიხედვით, სასტუმროების დატვირთულობა იანვარ-ივნისში წლიურად 4 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.
„საქართველოს მასშტაბით, დატვირთულობის მხრივ სიტუაცია, მეტწილად, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში გაუმჯობესდა“, – აღნიშნავენ მიმოხილვის ავტორები.
მათივე ინფორმაციით, წლის პირველ ნახევარში მაღალბიუჯეტურ სასტუმროებში ნომრის საშუალო ღირებულება თითქმის არ შეცვლილა.
„საშუალო ღირებულებამ 126 დოლარი შეადგინა, რაც მცირედით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო თითქმის უტოლდება 2023 წლის მაჩვენებელს“, – აღნიშნულია მიმოხილვაში.
საინვესტიციო ბანკს, ბანკის არხებით სასტუმროებსა და რესტორნებში დანახარჯების დინამიკაც აქვს მიმოხილული, რომლის მიხედვითაც არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები სასტუმროებში, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში სტაბილურ ზრდას აჩვენებს.
„როგორც მონაცემები აჩვენებს, არარეზიდენტები, რეზიდენტებთან შედარებით, სასტუმროებში სამჯერ მეტს ხარჯავენ.
თიბისი ბანკის არხებით, არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯების შედარებით მაღალი ზრდაა რესტორნებში. ამ შემთხვევაში არარეზიდენტების საშუალო დანახარჯი რეზიდენტების საშუალო ხარჯს დაახლოებით ხუთჯერ აღემატება“, – ნათქვამია მიმოხილვაში.
თიბისი კაპიტალის მიმოხილვაში ასევე აღნიშნულია, რომ 2025 წლის პირველ ნახევარში, საერთაშორისო ვიზიტები წლიურად 4.6%-ით გაიზარდა და 2.81 მილიონს მიაღწია. მეზობელი ქვეყნები და ვიზიტორთა შორის ლიდერობენ.
გაზრდილია ვიზიტები დან წლიურად (+10%), ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან (+10%), ისრაელიდან (+36%), აზერბაიჯანიდან(+36%) და ინდოეთიდან (+31%).
ამავე პერიოდში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 1,971 მილიონი . დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 3.8%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. შემოსავლებში რუსეთმა (308 მილიონი აშშ. დოლარი), ევროკავშირის ქვეყნებმა და დიდი ბრიტანეთმა (277 მილიონი აშშ. დოლარი) და ისრაელმა (242 მილიონი აშშ. დოლარი) ყველაზე დიდი წვლილი შეიტანეს.