მაქსიმ კალაშნიკოვი: ვენესუელა არის მსოფლიოს მყრალი ხვრელი, რომელშიც რუსეთის ფედერაციამ 17 მილიარდი დოლარი ჩაყარა, რომელსაც უკან ვეღარასდროს დავიბრუნებთ

იმპერიალისტს და სამხედრო ჟურნალისტს, მაქსიმ კალაშნიკოვს რუსეთის Z სექტის და ვიწრო წრეებისთვის ცუდი ამბები აქვს:
“მეკითხებიან, თუ შეგვიძლია გადავარჩინოთ ვენესუელა, რომლის ნაპირებთან ამერიკამ თავისი ფლოტის 30%-ს მოუყარა თავი.
დავიწყოთ იმით, რომ რუსეთის ფედერაცია არ არის საბჭოთა კავშირი მისი მძლავრი საოკეანო ფლოტით. ჩვენ არ შეგვიძლია წინააღმდეგობა გავუწიოთ ამერიკულ ფლოტს. არ გაგვაჩნია ამისთვის საჭირო ძალა.
მეორე – რატომ უნდა გამოვიდოთ თავი ვენესუელის გადასარჩენად? ჩავესი-მადუროს რეჟიმი ეს არის ცრუ სოციალიზმი, სიზარმაცის, კორუფციის, კრიმინალის და ბანდიტიზმის სამეფო.
ვენესუელა არის მსოფლიოს მყრალი ხვრელი, რომელშიც რუსეთის ფედერაციამ 17 მილიარდი დოლარი ჩაყარა, რომელსაც უკან ვეღარასდროს დავიბრუნებთ.
ჩავესმა და მადურომ ვენესუელის ეკონომიკა დააქციეს და ქვეყანა გააღატაკეს. რაც ვენესუელას შეიძლება დაემართოს, იქნება იმ პოპულისტურ-უგუნური პოლიტიკის შედეგი, რასაც მმართველი რეჟიმი ატარებდა ათწლეულების განმავლობაში.
იმ დროს, როდესაც რუსეთის ფედერაცია ყელამდეა ჩაფლული პოზიციური ომის ჭაობში, ხოლო ზურგში ეკონომიკური კრიზისი იკრებს ძალას, ჩვენ ვენესუელის გამო თავს ვერ გამოვიდებთ.”

ასევე დაგაინტერესებთ

ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე: სადაც არ უნდა ვიყო და როგორც არ უნდა ვიყო, ყოველთვის ვიქნები „ქართული ოცნების“ ღირსეული ოჯახის წევრი – ერთი ფეხის გადაბრუნებით ნუ განსჯით ადამიანს

დავით ზურაბიშვილი: ასეთი საკანონმდებლო ბაზის შექმნა საკუთარი სურვილებისა და ხუშტურებისთვის, სტალინს, ჰიტლერს, მაოს, პოლ პოტს, კაციჭამია ბოკასას თუ პაპა დოკ დიუვალიეს და მობუტუ სესე სეკოსაც კი არ მოსვლია თავში