მაქსიმ ივანცოვი: „ამბობდნენ, რომ რუსეთისა და საქართველოს მტერი ვარ“

რუსი აქტივისტი და არასამთავრობო ორგანიზაცია Frame-ის კოორდინატორი, მაქსიმ ივანცოვი აცხადებს, რომ საქართველოში არ შემოუშვეს. როგორც “ეხო კავკაზა” წერს, იგი დარწმუნებულია, რომ ეს რუსი ოპოზიციონერის, ბორის ნადეჟდინის მხარდასაჭერად, ხელმოწერების შეგროვების კამპანიაში მის მონაწილეობას უკავშირდება.
“მე არ ვარ ერთადერთი ვისაც პრობლემები შეექმნა ხელმოწერების შეგროვების შემდეგ. დიდი ხანია შეიმჩნევა, რომ საქართველოს ხელისუფლება მტკივნეულად რეაგირებს არა მხოლოდ ქართულ პოლიტიკურ საჯარო განცხადებებზე, არამედ რუს ანტიპუტინ აქტივისტებზეც”, – წერს მაქსიმ ივანცოვი სოციალურ ქსელში.
ივანცოვის თქმით, მას შემდეგ, რაც მან გადაწყვიტა საქართველოში პოლიტიკური თავშესაფარი ეთხოვა, მას დაემუქრნენ, რომ მოსკოვში გაგზავნიდნენ: “მათ თქვეს, რომ მე ვარ სა და საქართველოს მტერი, საქართველო კი ისინი არიან”.
“მე ისევ და ისევ ვეცდები საქართველოში შემოსვლას. მე გავასაჩივრებ, როგორც გადაწყვეტილებას, ასევე მათ მოპყრობას, და მივმართავ ევროსასამართლოს”, – დასძინა მან.
· საქართველოში ბორის ნადეჟდინის მხარდასაჭერად 5 ათასზე მეტი ხელმოწერა შეაგროვეს, მაგრამ ისინი რუსეთის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არ გადასცეს იმის შიშით, რომ ხელმოწერები შეიძლება ბათილად გამოცხადებულიყო. ნადეჟდინს, მოგვიანებით უარი უთხრეს რეგისტრაციაზე.
· საქართველოს ხელისუფლება ქვეყანაში შემოსვლაზე პერიოდულად უარს ეუბნება, როგორც რუს დამოუკიდებელ ჟურნალისტებს, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და უფლებადამცველებს, ასევე რუსეთის იმ მოქალქეებს , რომლებიც რუსეთის ში ფართმასშტაბიან შეჭრას და კრემლის პოლიტიკას ემხრობიან.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია – გამოდიან მოლაპარაკებაზე ივანიშვილისგან, რომ კობახიძე და დღევანდელი მთავრობა გაქრება პოლიტიკური სპექტრიდან, თუ ოპოზიცია თანახმა იქნება, დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან – ეს სიგნალი ქვეყნის ფარგლებში არ ყოფილა