“მაქსიმუმი გააკეთეს ჩვენს შესათრევად თავიანთ სიებში” – ნათელაშვილი

პოლიტიკოსი, შალვა ნათელაშვილი:
“მოგეხსენებათ, როგორც ტერიტორიის გარეშე არ შეიძლება არსებობდეს სახელმწიფო, ასევე შეუძლებელია მისი ფუნქციონირება კლასიკური პოლიტიკური პარტიის გარეშე. ერთ ერთი მთავარი მიზეზი თუ რატომ გვემხობა სახელმწიფოებრიობა ყოველ ჯერზე, ეს გახლავთ პოლტიკური პარტიების არ არსებობა. ისინი ჩაანაცვლეს ერთ–ორკაციანმა საჯაროში დარეგისტრირებულმა საშოვრის მაძიებელმა, უიდეო ჯგუფებმა, კიდევ უარესი ბიზნეს ოლიგარქიულმა ბანდებმა, რომლებიც არჩევნების წინ შედიან ერთმანეთთან ბიზნეს—სავაჭრო—სასაქონლო ურთიერთობებში, გამოიტანენ ბაზარზე ბიუჯეტიდან მოპარული თანხის ნაწილს, გახსნიან ტელევიზიებს, ყიდულობენ და აყალბებენ არჩევნებს, შედიან ხელისუფლებაში, წინასწარ განაწილებული ოპოზიცია–პოზიციის როლებით და შემდგომ ყველაფერი იწყება თავიდან. ერთადერთი კლასიკური პოლიტიკური პარტია, ეროვნული, სოციალისტური, ანტი–ოლიგარქიული, ლეიბორისტული პარტია—– მათ მიერ დიდი ხანია აღქმულია მოსისხლე მტრად, რადგან ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ წყობა და ოლიგარქიული დიქტატურა ჩავანაცვლოთ ევროპული, ეროვნული, სახალხო სოციალიზმით. ამ შეუთავსებლობის გამოა, რომ დღესაც ჩვენს წინააღმდეგ გაერთიანებულია და კოორდინაციაში არიან——- ყოფილი ხელისუფლება,, მ. სააკაშვილი, მოქმედი ხელისუფალი, ბ.ივანიშვილი, ოლიგარქი ხაზარაძე, ივანიშვილის ქმნილება თვალთხარია გახარია და უკანასკნელი ქართველის განსახიერება გვარამია თავიაანთი მილიარდებითა და ტელევიზიებით. მათმა დიდმა ნაწილმა ჯერ მაქსიმუმი გააკეთეს ჩვენს შესათრევად თავიანთ სიებში, უდიდესი დაპირებებით, ხოლო როდესაც ამის იმედი ამოეწურათ მოგვაქციეს სრულ სატელევიზიო,საფინანსო—სასანქციო ბლოკადაში. არ გამოგივათ.ქართველი ხალხი მაინც ჩვენ მოგვცემს ხმას და ახდება 26 ოქტომბერს თქვენი საშინელი სიზმარი. დაგამთავრებთ.თუ ასე არ მოხდა მაშინ ესენი აპირებენ დაამთავრონ საქართველო, რასაც დარწმუნებული ვარ ჩვენი გმირი ხალხი არ დაუშვებს.”

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა