მაქსიმალურად შევეცდებით პროდუქტებზე ფასების შემცირებას, რამდენადაც ეს იქნება შესაძლებელი

მაქსიმალურად შევეცდებით პროდუქტებზე ფასების შემცირებას, რამდენადაც ეს იქნება შესაძლებელი
მაქსიმალურად შევეცდებით პროდუქტებზე ფასების შემცირებას, რამდენადაც ეს იქნება შესაძლებელი, ჩვენთვის ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა, იქიდან გამომდინარე, რომ მაღალი ფასები აწუხებს ჩვენს საზოგადოებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
პრემიერის თქმით, არის გარკვეული ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება საქმე გვქონდეს კარტელურ გარიგებებთან.
„ფასნამატი, რაც წარმოიქმნება, საქართველოს საზღვრიდან დახლებამდე, არის ძალიან მაღალი. საშუალოდ, ეს ფასნამატი არის 86%. ეს ფასნამატი წარმოიქმნება სადისტრიბუციო კომპანიებში და შემდეგ უკვე ქსელურ მარკეტებში. ეს საკითხი შესწავლილი გვაქვს, ზოგადი შეფასება გაკეთებული გვაქვს, ახლა უკვე საჭიროა კონკრეტულ სამუშაო პროცესზე გადასვლა. მაქსიმალურად შევეცდებით პროდუქტებზე ფასების შემცირებას, რამდენადაც ეს იქნება შესაძლებელი. ჩვენთვის ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა, იქიდან გამომდინარე, რომ მაღალი ფასები აწუხებს ჩვენს საზოგადოებას.
არ არის მარტივი საკითხი. საქმე ეხება კერძო სექტორს, ბიზნესს, რომელიც ამჟამად თავისუფლად წარმოქმნის ფასებს პროდუქტებზე. არის გარკვეული ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება საქმე გვქონდეს კარტელურ გარიგებებთან და აქ შეიძლება ვიფიქროთ ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის ამოქმედებაზე, ან შეიძლება თუნდაც საგამოძიებო ორგანოები დაინტერესდნენ, ხომ არ არის სადმე კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებიც კი“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გვარამიას უსაყვარლესი თემა იყო პატრიარქის დაკნინება- ახლა გამოდგა და კაკანებს, ვერ გამოვემშვიდობეო! შენ ვერც სამძიმარზე გაბედე მისვლა, არ იყო გულსევდიან მორწმუნეებში შენი ადგილი! ბიძინა ივანიშვილი იქ უნდა ყოფილიყო და იყო კიდეც, ამას დამსახურება სჭირდება, შენ ვერ დაიმსახურე

დანაშაულებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელობა ისჯება, მიუხედავად იმისა, არის თუ არა შენი უშუალო ქმედებების კონკრეტული მტკიცებულება – ასეთი ორგანოს წევრობა საბავშვო გართობა არ არის, იგი სრულწლოვანია და ამას უნდა აცნობიერებდეს